#მოდა

გვიანი გაზაფხულისა და ზაფხულის მთავარი აქსესუარები #MANGO

გაზიარება:

აქსესუარები ჩვენი ჩაცმულობის განუყოფელი ნაწილია, მოდური ჩაცმულობისთვის სწორად შერჩეული სამკაული, ხელჩანთა თუ თავსაბურავი ყოველთვის საუკეთესო ტანდემს ქმნის. 2021 წლის ტრენდულ აქსესუარებს თუ გადავავლებთ თვალს, აქ ყველა გემოვნებისა და სტილის მქონეთათვის აღმოაჩენთ სასურველ ნივთს, თუმცა თქვენი დავალების გასამარტივებლად, წარმოგიდგენთ The Diary-ს რჩეულ 5 აქსესუარს, რომლითაც გვიან გაზაფხულსა და ზაფხულზე შეგიძლიათ მოიწონოთ თავი.

1. ტილოს თავსაბურავი

თავსაბურავები ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული და თვალშისაცემი აქსესუარია, რომელსაც ყველაზე უბრალო ლუქის გამორჩეულ ერთეულად ქცევის უნარი შესწევს. თუ კი გასული წლის ტრენდებს გადავავლებთ თვალს, აღმოვაჩენთ, რომ ამ დრომდე ყველაზე მოთხოვნად ნივთს აბრეშუმის თავსაბურავები წარმოადგენდნენ. მართალია, ისინი არსად წასულან, თუმცა მათ გვერდით ტილოს აქსესუარებიც გამოჩნდნენ, რომლებიც ნახვისთანავე იქცნენ ჩვენს ფავორიტებად.

Linen scarf

ყიდვა

2. პანამა ქუდები

წარსულიდან ერთი მნიშვნელოვანი აქსესუარი დაგვიბრუნდა - პანამა ქუდები ახლა ისე მოთხოვნადია, როგორც არასდროს. ონლაინ საიტებსა და მაღაზიებში არა ერთი განსხვავებული ფერისა და სტილის ქუდი შეგიძლიათ შეარჩიოთ და მცხუნვარე მზისგან ეფექტურად და მოდურად დაიცვათ თავი.

Bucket hat with straps

ყიდვა

3. დაწნული ჩანთები

დაწნულ ჩანთებს 2021 წლის მონაპოვარს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, რადგან ის მოდის ტრენდებში ჯერ კიდევ გასულ წლებში გამოჩნდა, თუმცა ამ სტილის ელეგანტურობა და დახვეწილობა დღემდე იქცევს ყურადღებას და ჩვენს სიაშიც საპატიო ადგილს იკავებს.

Braided shopper bag

ყიდვა

4. სათვალეები მეტალის ჩარჩოთი

სათვალეების ტრენდებში მრავალფეროვანი არჩევანია, 2021 წელს შეგვიძლია მოვირგოთ ყველაფერი, ფერადი ჩარჩოებით დაწყებული - 70-იანი წლების შთაგონებული აქსესუარით დამთავრებული, თუმცა ჩვენ რჩეულ სათვალეთა შორის მეტალის ჩარჩოს მქონეები მოხვდნენ. ეს მინიმალისტური სათვალე იმედს არასდროს გაგიცრუებთ და ის შეგიძლიათ ყველაფერ იდეალურად მოარგოთ.

Metallic frame sunglasses

ყიდვა

5. სანდლები პლატფორმაზე

ფეხსაცმლის ტრენდებში მნიშვნელოვანი სიახლეები 2021 წელს ნამდვილად არ გვაქვს, თუმცა დახვეწილი სანდლები პლატფორმაზე უცილობლად ის ნივთია, რომელსაც ცხელ დღეებში კომფორტულად და მოდურად აუცილებლად მოვირგებთ.

Velcro strap sandal 

ყიდვა

ზევით