წარმოშობით აფხაზეთიდან ძმები გვასალიები, მსოფლიოს გაოცებას არ ეშვებიან. საკმარისია ერთი პოსტერი by Gvasalia, სიახლის დაანონსებით და მორჩა, მთელი მსოფლიოს ყურადღება მათ ეკუთვნით. ეს ფენომენალურია! დღეს მეგრელი გვასალიები მსოფლიო მოდის ოლიმპზე სხედან, ვარსკვლავებს ეთამაშებიან და ქმნიან, ქმნიან ისეთ რამეს, რაც ჩანასახიდანვე განწირულია პოპულარობისთვის.
Vetements ბრენდია, რომელიც ძმებმა, დემნა და გურამ გვასალიებმა 2014 წელს დააფუძნეს. ბრენდის პოპულარობაზე და მის გაყიდვებზე საუბრით თავს არ მოგაწყენთ. უფრო საინტერესოა ის სიახლე, რაც რამდენიმე საათის წინ, Vetements ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. ძმები გვასალიები ახალ ბრენდს აანონსებენ - Vetements secret project, პრეზენტაციის თარიღად კი 22 ივლისი ანონსდება. მთელს მსოფლიოს სუნთქვა შეეკრა, ზუსტად 4 კვირა და რაღაც ძალიან დიდის და ძალიან საინტერესოს თანამოზიარენი გავხდებით ყველა.
ბრენდის ოფიციალურ youtube გვერდზე პრომო ვიდეოც გამოქვეყნდა, სადაც მეგა-ქალაქების ცხოვრების რიტმი ჩანს, დიდი საცხოვრებელი კორპუსები, ადამიანები iPhone-ებით, მაღაზიები, ბარ კოდები, სასურსათო პროდუქტების სკანირება, შენობის აფეთქება, ახლიდან აშენება, მესიჯი: “ებრძოლეთ ტექნიკას და ერთმანეთს”, - რას უნდა ნიშნავს ეს ყველაფერი?
„მოდის ტრადიციული კონგლომერატის სტრუქტურის შეცვლას“, - პასუხად ამბობს Vetements-ის აღმასრულებელი დირექტორი, გურამ გვასალია ერთ-ერთ გამოცემაში. ამავე გამოცემიდან ვიგებთ, რომ Vetements ახალ umbrella ბრენდს ქმნის, კრეატიულ სივრცეს, სადაც ნიჭიერ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ შექმნან რაღაც ძალიან კარგი და ღირებული, ის, რაც თავისუფალი იქნება ინდუსტრიული მარწუხებისგან. როგორც გურამ გვასალია აღნიშნავს, ამ ბრენდს არ ექნება Vetements-ის ესთეტიკა და ეს არ იქნება მხოლოდ ერთი ბრენდი, არამედ 5, 10 ან მეტ სახელსაც გააერთიანებს. მათ არ ექნებათ ლოგო, მაგრამ შორიდანაც კი მიხვდება მომხმარებელი თუ რა ბრენდია, ვინაიდან ყველას თავისი განსაკუთრებული ესთეტიკა ექნება.
აღმოაჩინეთ Art House – სილამაზის სალონი, რომელიც უკვე 10 წელია თბილისში მაღალი ხარისხის მომსახურებას გვთავაზობს. თმის მოვლა, მაკიაჟი, მანიკიური, პედიკიური, მასაჟი და სამომავლოდ სასწავლო აკადემია – ყველაფერი ერთ სივრცეში.
The Diary-ს Fashion ედიტორიალის მთავარი გმირი ინფლუენსერი და ბიზნესვუმენი, მარიამ დავითაძეა. მარიამი ერთი დღით ზაფხულის პატარძალი გახდა და Galogrea-ს ხუთი განსხვავებული ლუქი მოირგო.
პოპვარსკვლავი დუა ლიპა არა მხოლოდ მუსიკის, არამედ ზაფხულის მოდის ტრენდებსაც განსაზღვრავს. მისი სტილის განსაკუთრებული ნაწილი საცურაო კოსტიუმებია, რომლებიც უკვე დუას საზღვაო ლუქების განუყოფელ ელემენტად იქცა.