ეს ის შემთხვევა არაა, როდესაც სუპერ მოდელების რჩეულ აქსესუარებს მხოლოდ ათვალიერებთ! ამჯერად ხელჩანთა, რომელიც სეზონის ნამდვილ ჰიტად იქცა, შეგიძლიათ თავადაც შეიძინოთ და ამისთვის ორგანოს გაყიდვა ნამდვილად არ მოგიწევთ!

რამდენიმე დღის წინ ცნობილი მოდელი - ემილი რატაკოვსკი ნიუ იორკის ქუჩებში Gabbi-ის პატარა ხელჩანთით გამოჩნდა, რომელიც ლამაზმანს არც მეტი არც ნაკლები 3 სხვადასხვა ფერში აქვს ნაყიდი. ამჯერად ლამაზმანმა არჩევანი ნარინჯისფერ აქსესუარზე შეაჩერა, რომელიც თეთრი ფერის, მოკლე ბრეტელებიან კაბას შეუხამა.

ემილი ერთადერთი ცნობილი სახე არაა, რომელმაც Gabbi-ის ვეგანური ტყავის ხელჩანთის ტრენდი აიტაცა. სულ ცოტა ხნის წინ პაპარაცებმა შავი ფერის ამავე მოდელით ირინა შეიკი დააფიქსირეს. ბუნებრივია, მსგავსი რანგის მოდელების მოწონება ავტომატურად პროდუქტის გაყიდვების რეკორდულად ზრდაზე მიგვანიშნებს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ხელჩანთა Amazon-ზე იყიდება და სულ რაღაც 70$ ღირს.
Gabbi Bag Chic Pouch Bag