ეთო მიგრიალური Gucci-ს სარეკლამო კამპანიაში გამოჩნდა

ახალგაზრდა ქართველი მოდელი, ეთო მიგრიაული, კარიერული მწვერვალების დაპყრობას განაგრძობს და ამჯერად, იტალიური ბრენდის Gucci-ს სარეკლამო კამპანიაში გვევლინება. სიხალეს ეთოსა და Gucci-ს თანამშრომლობის შესახებ, მოდელის "დედა" სააგენტო Geomodels Agency ავრცელებს.

საქართველოში, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სააგენტოს წარმომადგენლებმა, საკუთარ Facebook გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნეს Gucci-ს ახალი სარეკლამო კამპანიიდან, რომელშიც ეთო მიგრიაული ერთმანეთის მიყოლებით ირგებს მოდის სახლის ფერად მოსაცმელს, ვარდისფერ თრენჩსა თუ Gucci-ს ინდივიდუალურ აქსესუარებს.

ახალგაზრდა მოდელის პორტფოლიოში, რომელიც ისეთ მოდის სახლებს აერთიანებს, როგორებიც: Valentino, Fendi, Emillio Pucci თუ David Koma არიან, დღეიდან Gucci-ს სახელიც საპატიო ადგილს დაიკავებს. შეგახსენებთ, რომ Gucci-სთან თანამშრომლობის პატივი ეთომდე თათია ახალიას, მატილდა გვარლიანს, მარიშა ურუშაძეს, ლიკა რიგვავასა და ანა გავასაც ერგოთ.

ზევით