საზაფხულო სანდლების ხუთი ტრენდი
ზაფხულის ტემპერატურის მატებასთან ერთად, ჰიდრატაცია, მზისგან დაცვა და კომფორტული სამოსი ჩვენი რუტინის თანაბრად აუცილებელი ნაწილი ხდება. ჩვენ დაგეხმარებით, შეარჩიოთ ზაფხულის ყველაზე ტრენდული და კომფორტული სანდლები.
პარიზის მაღალი მოდის კვირეული გრძელდება, Dior-ის კრეატიული ხელმძღვანელი მარია გრაცია კიური კი ჩვენს აღტაცებას არ წყვეტს. სიცოცხლის ხე, რომელიც უკრაინელი ხელოვანის ოლესია ტროფიმენკოს ნამუშევრების ცენტრია, Dior autumn-winter 2022-2023 haute couture კოლექციის ამომავალ წერტილად იქცა. გაზაფხულზე, როდესაც მარიამ ოლესიას ნამუშევრები რომის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში იხილა, ზუსტად იცოდა რას მიუძღვნიდა მაღალი მოდის კოლექციას.
სიცოცხლის ხე აკავშირებს შემოქმედების ყველა ფორმას; თავისი ტოტებითა და ფესვებით ის აერთიანებს ცასა და დედამიწას, ოლესია ტროფიმენკოს ემბლემა შეესაბამება სტილისტურ კოდებს, რომლებსაც მრავალი ქვეყანა იზიარებს.
ოლესია ტროფიმენკოს ფერწერისა და ნაქარგების ემოციური მუხტით შთაგონებული მარია გრაცია კიური მალევე მიხვდა, რომ სიცოცხლის ხის ემბლემატურ თემად გამოყენება ახალ კოლექციაში, უკრაინელი არტისტის და მთელი უკრაინელი ერის მხარდაჭრაც იქნებოდა ომის პერიოდში და იმავდროულად სიცოცხლის ხის, როგროც მრავალი სხვა კულტურისა და რელიგიის სიმბოლოს, მისეული წარმოჩენის საშუალება გახდებოდა.
და სწორედ ასე, ოლესია ტროფიმენკოს ნამუშევრების შთაგონებით (რომლებიც გუშინდელ დარბაზსაც ალამაზებდნენ), უკრაინული ტრადიციული სამოსის ელემენტების გამოყენებით და რა თქმა უნდა სიცოცხლის ხის შთაგონებით მარია გრაცია კიურიმ Dior haute couture წარადგინა. კოლექცია სავსე იყო პოეტური სილუეტებით, ნაქარგებით, მაქმანებით, გიპიურითა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ტრადიციასა და თანამედროვეობას შორის მჭიდრო კავშირის ჩვენებით.