დუა ლიპა: საცურაო კოსტიუმების ტრენდსეტერი
პოპვარსკვლავი დუა ლიპა არა მხოლოდ მუსიკის, არამედ ზაფხულის მოდის ტრენდებსაც განსაზღვრავს. მისი სტილის განსაკუთრებული ნაწილი საცურაო კოსტიუმებია, რომლებიც უკვე დუას საზღვაო ლუქების განუყოფელ ელემენტად იქცა.
ვენეციის რიგით 78-ე კინოფესტივალზე, ფსიქოლოგიური თრილერის - Last Night in Soho-ს პრემიერის ჯერიც დადგა და ვინ თუ არა ანია ტეილორ-ჯოი წითელ ხალიჩაზე გაბრწყინებული ვიხილეთ. 25 წლის ამომავალი ვარსკვლავი ედგარ რაითის ახალ ფილმში მთავარ როლს ასრულებს.
ანიამ, წითელ ხალიჩაზე გამოჩენისთვის ვინტაჟური ბარბის ჩაცმულობა შეარჩია და ლუქი Dior Haute Couture-ის ვარდისფერი აბრეშუმის კაბითა და Tiffany & Co.-ს სამკაულებით სრულყო. ჯოიმ ამავე ფერის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები და ქუდი მოირგო. მსახიობს, ვინტაჟური ჩაცმულობა შემთხვევით არ შეურჩევია, თითქოს ჰოლივუდელები რაიმეს აკეთებდნენ შემთხვევით, ანიას ახალ ფილმში მოქმედება სწორედ წარსულში 1960-იან წლებში ვითარდება.
ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე ანია ტეილორ-ჯოიმ კიდევ რამდენიმე ჩაცმულობის მორგება მოასწრო, ჩვენ ის უკვე ვიხილეთ Rodarte-ს კაბაში, Giuseppe Zanotti-ს ფეხსაცმელებსა და and Tiffany & Co.-ს სამკაულებში გამოწყობილი Last Night in Soho-ს პრემიერამდე ერთი დღით ადრე. პრემიერის შემდგომ დღეს კი მსახიობი Dice Kayek-ის მოკლე სტაფილოსფერ კაბაში ჩაცმულო გამოჩნდა.