საზაფხულო სანდლების ხუთი ტრენდი
ზაფხულის ტემპერატურის მატებასთან ერთად, ჰიდრატაცია, მზისგან დაცვა და კომფორტული სამოსი ჩვენი რუტინის თანაბრად აუცილებელი ნაწილი ხდება. ჩვენ დაგეხმარებით, შეარჩიოთ ზაფხულის ყველაზე ტრენდული და კომფორტული სანდლები.
ბოლო წლების პრაქტიკამ ნათლად გვაჩვენა, რომ ეგრეთ წოდებული Power Suits ქალებისთვის, შემოდგომა/ზამთრის განუყრელ სილუეტად იქცა. შარვლისა და მოსაცმლის კლასიკურ ვარიანტს, მალევე ჟილეტებიც შეემატა და ამ 3 ნაწილიანმა კოსტიუმმა მალევე მსოფლიოს დაპყრობა განიზრახა. 2019 წლიდან მოყოლებული, ეს დახვწილი, ელეგანტური და საოცრად ძლევამოსილი სილუეტი პოპულარობას არ კარგავს.
Bottega Veneta-ს, Stella McCartney-სა და Sportmax-ის ჩვენებების კვალდაკვალ, გუშინ, ნიუ-იორკის ქუჩებში ავსტრალიელი მსახიობი მარგო რობი ერთ-ერთ ყველაზე მომხიბვლელ 3 ნაწილიან კოსტიუმში გამოჩნდა და მისი მორგების მასტერკლასიც შემოგვთავაზა. მარგომ ნაცრისფერი სამეული, არა oversize დეტალებით, არამედ უფრო მორგებული, გამოყვანილი სილუეტით მოირგო და მას Prada-ს შავი მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელები, Chanel-ის მზის სათვალეები და 90-იანი წლების ხელჩანთა შეუხამა.
უნდა აღინიშნოს, რომ 3 ნაწილიანი კოსტიუმი ერთ-ერთ ყველაზე პრაქტიკულ და მრავალფუნქციურ სამოსად ითვლება, მისი მორგება შეიძლება როგორც ოფისში, აგრეთვე ოფიციალურ შეხვედრებზე და ყოველდღიურადაც კი.
სტილის ინსპირაცია:
ZARA - 3 ITEMS
MANGO - Check wool-blend suit
MANGO - Micro corduroy suit