იოჰან ბირკენშტოკის მიერ 1774 წელს შექმნილი ბრენდი დღეს მაღალი მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლებით დაწყებული, Instagram ბლოგერებით გაგრძელებული, ყველას გარდერობში მოიძებნება.
მიუხედავად იმისა, რომ კორპის ძირიანი სანდლების ისტორია ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში იწყება, Birkenstock-მა მსოფლიო პოპულარობა მხოლოდ მას შემდეგ მოიპოვა, რაც “გემოვნებიანმა ადამიანებმა” ეს უკანასკნელი ამერიკის შეერთებულ შტატებში 1970-იან წლებში ჩაიტანეს. მას შემდეგ სანდლების თავისებური ინტერპრეტაციის შექმნას უამრავი მსოფლიო ბრენდი ცდილობს. მაგალითად, ვალენტინომ ყველას დაასწრო და Birkenstock-ის წარმოება სამხედრო კამუფლაჟის ფერებში დაიწყო.
The Diary ამჯერად ლეგენდარული Birkenstock-ის ინსპირაციით შექმნილ სხვადასხვა look-ს წარგიდგენთ, რომლებიც 2021 წლის ზაფხულის მანძილზე აუცილებლად გამოგადგებათ.
აღმოაჩინეთ Art House – სილამაზის სალონი, რომელიც უკვე 10 წელია თბილისში მაღალი ხარისხის მომსახურებას გვთავაზობს. თმის მოვლა, მაკიაჟი, მანიკიური, პედიკიური, მასაჟი და სამომავლოდ სასწავლო აკადემია – ყველაფერი ერთ სივრცეში.
The Diary-ს Fashion ედიტორიალის მთავარი გმირი ინფლუენსერი და ბიზნესვუმენი, მარიამ დავითაძეა. მარიამი ერთი დღით ზაფხულის პატარძალი გახდა და Galogrea-ს ხუთი განსხვავებული ლუქი მოირგო.
პოპვარსკვლავი დუა ლიპა არა მხოლოდ მუსიკის, არამედ ზაფხულის მოდის ტრენდებსაც განსაზღვრავს. მისი სტილის განსაკუთრებული ნაწილი საცურაო კოსტიუმებია, რომლებიც უკვე დუას საზღვაო ლუქების განუყოფელ ელემენტად იქცა.