სიყვარულის წერილი იტალიას შანელისგან
შანელის 2025/26 წლის კრუიზის კოლექცია კომოს ტბის ფონზე, იტალიურ ვილაში წარადგინეს. შოუზე ვიხილეთ შანელის შავ-თეთრ ფერებში გამოწყობილი ქართველი მოდელებიც - მატილდა გვარლიანი და ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი.
დაგვეთანხმებით, რომ ლამაზი და მოწესრიგებული ფრჩხილები თავდაჯერებას გვმატებს, თუმცა იმისათვის, რომ საკუთარი ხელებით ვიამაყოთ, სალონში სტუმრობა აუცილებლობას ნამდვილად არ წარმოადგენს. The Diary მანიკურის სახლის პირობებში გაკეთების რამდენიმე საინტერესო ხრიკს გაგაცნობთ.
#1 ვაზელინი
იმისათვის, რომ ფრჩხილის ლაქი კონტურს არ გასცდეს, ნუნებზე ვაზელინი წაისვით. ეს ზედმეტი ლაქის კანზე გადასვლას აგარიდებთ, მანიკურის წასმის შემდეგ კი შეგიძლიათ ვაზელინი ხელიდან მოიშოროთ.
#2 საინექციო ნემსი
ფრჩხილზე სხვადასხვა დიზაინის გასაკეთებლად შეგიძლიათ საინექციო ნემსი გამოიყენოთ. ამ მეთოდით ფრჩხილზე ძალიან პატარა ზომის ფიგურებსაც კი მარტივად დაიტანთ.
#3 წებოვანი ლენტი
ე.წ. ფრენჩის მოყვარულებს საქმის გამარტივება წებოვანი ლენტის საშუალებით შეგიძლიათ. იმისათვის, რომ ფრჩხილის ზედა ნაწილი მკვეთრად გამოკვეთოთ, მანიკურის წასმამდე ფრჩხილებზე წებოვანი ლენტი დაიკარით, დარჩენილი ზედა ნაწილი კი თეთრი მანიკურით შეღებეთ. ლენტი მალევე მოიშორეთ და Voilà!
#4 ყინულიანი წყალი
მანიკურის გაკეთების შემდეგ, თითები ყინულიან წყალში მოათავსეთ, რაც ლაქის მალე გაშრობას შეუწყობს ხელს და ფრჩხილის ზედაპირს დაზიანებისგან დაიცავს.
#5 ლაქი მაცივარში
იმისათვის, რომ ლაქი მალე არ გამოშრეს და გამოუსადეგარი არ გახდეს, გამოყენების შემდეგ ლაქი მაცივარში შეინახეთ. გვენდეთ, მომდევნო გამოყენებისას ლაქი ახალივით იქნება.