მაილი საირუსისა და მაქს მორანდოს ქორწილი პალმ-სპრინგსში

miley cyrus maxx morando wedding

მაილი საირუსი და როკჯგუფ Liily-ის დრამერი მაქს მორანდო 21 ნოემბერს კალიფორნიის ქალაქ პალმ-სპრინგსში დაქორწინდნენ. ცერემონია ღია ცის ქვეშ გაიმართა. წყვილმა საქორწინო ფიცი აუზთან, თეთრი ყვავილებით მორთული თაღის ქვეშ დადო. 

miley cyrus maxx morando wedding

საირუსს თეთრი ატლასის კაბა ეცვა. ტანზე მომდგარ კაბას გრძელი სახელოები, დახურული ყელი, ღია ზურგი და შლეიფი ჰქონდა. მაილის თმა მაღლა ჰქონდა შეკრული და გრძელი საყურეები ეკეთა. 

miley cyrus maxx morando wedding

მაილიმ და მაქსმა ერთმანეთი საერთო ნაცნობების მოწყობილ პაემანზე გაიცნეს. მათი ურთიერთობის შესახებ პირველად 2021 წელს გახდა ცნობილი. ნიშნობის ამბავი კი 2025 წლის დეკემბერში გავრცელდა, როცა საირუსი ლოს-ანჯელესში ფილმის „Avatar: Fire and Ash“ პრემიერაზე ბრილიანტის ბეჭდით გამოჩნდა. ბეჭედი იუველირმა ჯეკი აიშმა შექმნა.

miley cyrus maxx morando wedding

მორანდომ საირუსს ხელი კიოტოში, მოგზაურობის ბოლო დღეს სთხოვა. ზაინ ლოუსთან სექტემბრის ინტერვიუში მაილიმ გაიხსენა, რომ ნიშნობის მოლოდინში მაქსის ჯიბეებიც კი შეამოწმა. ბეჭედი მას შარვლის ჯიბეში, მუხლთან ჰქონდა დამალული. მოგვიანებით, როცა მაილი სასტუმროს ბაღში ვიდეოს იღებდა, მაქსი ცალ მუხლზე დადგა და მხარზე ხელი შეახო. „არ ვიცი, ყველას თუ უმართლებს ისე, რომ თავისი მაქსი იპოვოს“, – აღნიშნა ამავე ინტერვიუში მაილიმ.

საირუსისთვის ეს მეორე ქორწინებაა. ის მსახიობ ლიამ ჰემსვორთზე 2018 წლის დეკემბერში დაქორწინდა. წყვილი 2019 წელს დაშორდა და განქორწინება 2020 წლის იანვარში ოფიციალურად გაფორმდა.

ზევით