GEOX-ის ახალი კოლექცია და Fast In ხაზი

Geox-ის ახალი კოლექციის წარდგენაზე Studio By Shoes Gallery-ში „აი სი არის“ ერთგული მომხმარებლები და ინფლუენსერები შეიკრიბნენ. სტუმრები ბრენდის ახალ მოდელებს დიჯეის მუსიკის ფონზე გაეცნენ, საღამოს განმავლობაში კი მათ კოქტეილებით გაუმასპინძლდნენ. წარდგენის მთავარი აქცენტი Fast In-ის ქალისა და კაცის მოდელები იყო.

geox

Fast In-ის მოდელებში Geox-მა ფეხსაცმლის ჩაცმის გასამარტივებლად ქუსლის ნაწილში სპეციალური ჩანართი გამოიყენა. მისი წყალობით, ფეხსაცმლის უკანა ნაწილი ჩაცმისას ფორმას ინარჩუნებს და ფეხი შიგნით მარტივად თავსდება. ეს მცირე დეტალი განსაკუთრებით პრაქტიკულია იმ მოდელებისთვის, რომლებსაც ყოველდღიურად ვიცვამთ.

geox, icr, ფეხსაცმელი geox, icr, ფეხსაცმელი

Fast In-ის ხაზში სწრაფად ჩაცმის შესაძლებლობას ფეხსაცმლის სიმსუბუქეც ემატება. მოდელები ყოველდღიური ტარებისთვისაა შექმნილი, ამიტომ კონსტრუქციაში Geox-მა ორი რამ გაითვალისწინა – რამდენად მარტივად ვიცვამთ ფეხსაცმელს და რამდენად თავისუფლად ვმოძრაობთ მისი ტარებისას.

geox, icr, ფეხსაცმელი

იტალიურ ფეხსაცმლის ბრენდ Geox-ს საქართველოში 2007 წლიდან „აი სი არის“ ჯგუფი წარმოადგენს. Geox ცნობილია ტექნოლოგიით, რომელიც ფეხსაცმლის ძირს ჰაერგამტარს ხდის და წყლის შეღწევას უშლის ხელს. ბრენდის ასორტიმენტში სპორტული და კლასიკური სტილის მოდელებია. 

geox, icr, ფეხსაცმელი geox, icr, ფეხსაცმელი

Geox-ს თბილისში ცხრა მაღაზია აქვს, ბათუმში კი ორი. ბრენდის ფეხსაცმლის შეძენა ასევე შესაძლებელია „სტუდიო ფეხსაცმლის გალერეის“ მულტიბრენდულ მაღაზიებში.

ზევით