სუპერმოდელი ჯიჯი ჰადიდი ამერიკული შოუს Project Runway-ს მიწვეული სტუმრის ამპლუაში მოგვევლინა. დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, ჯიჯიმ შოუში ჟიურის მოვალეობა მოირგო და დამწყები დიზაინერების კონკურსში, რომელშიც ყველაზე ნიჭიერი და კრეატიული დიზაინერები იღებენ მონაწილეობას, მათი შეფასება დაევალა.
Project Runway-ს რიგით მეოთხე შეჯიბრის დავალება flower flashed გახლდათ, შოუს მონაწილეებს ყვავილების შთაგონებით საკუთარი ხელით უნდა შეექმნათ პრინტები, შემდეგ კი უშუალოდ სილუეტები, რომლებსაც ჟიურის წინაშე წარადგენდნენ.
ყვავილებით ინსპირირებულ გადაცემაში სუპერმოდელი თავადაც ყვავილების კოსტუმით მივიდა, თეთრ ორეულში გამოწყობილ სუპერმოდელს ყვითელი ყვავილები, ამავე ფერის მაკიაჟი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები ამშვენებდა.
ჯიჯი ჰადიდი მოდის სამყაროში 2014 წელს გამოჩნდა, შესაშური გენების, მოდის სამყაროში სახელგანთქმული დედის, დაუღალავი შრომისა და პროფესიონალიზმის წყალობით, ჯიჯიმ მალევე მოახერხა მოდის ინდუსტრიაში სახელის მოხვეჭა. 2016 წელს British Vogue Council-მა ხმამაღლა აღიარა ჯიჯი ჰადიდის სახელი, მალევე სუპერმოდელი ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელად, მოდური ჩვენებებისა და მოდის კვირეულების ფავორიტ გოგოდ და სახედ იქცა.
გასულ წელს ჯიჯის ზეინ მალიკთან პირველი ქალიშვილი კაი შეეძინა, დედობის ამპლუის მორგების შემდეგ ჰადიდს პოდიუმზე დაბრუნება არ უჩქარია, სუპერმოდელი მაქსიმალურად ტკბებოდა ახალი როლით და ქალიშვილთან გატარებული დღეებით, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ნელნელა ჯიჯი მოდის სამყაროს უბრუნდება.
2026 წლის ნახევარი თითქმის გასრულდა და დიდ ეკრანებზე უკვე ვიხილეთ ისეთი ფილმები, როგორებიცაა The Devil Wears Prada 2 თუ Toy Story 5. ახლა კი, როდესაც წლის პირველი ნახევარი თითქმის დასრულდა, გადავხედოთ იმ ყველაზე მნიშვნელოვან კინოპრემიერებს, რომლებიც 2027 წლამდე გველოდება.
11-12 ივლისს კიკეთის ფერმა „მუსიკალურ დღეებს“ უმასპინძლებს. ცოცხალი მუსიკის, ბუნების, გემრიელი კერძებისა და გასართობი აქტივობების წყალობით, ფესტივალი საუკეთესო მიზეზია, უქმე დღეები კიკეთის ფერმის სიმწვანეში გავატაროთ.
Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის ფარგლებში TheDiary Concept House დახურულ ღონისძიებას უმასპინძლებს, სადაც Dolce & Gabbana Beauty-ის, La Martina-სა და Gucci-ის პროფესიონალები მოდის, მარკეტინგისა და ტექნოლოგიების მომავალზე ისაუბრებენ.