
კრიშტიანუ რონალდუსა და ჯორჯინა როდრიგესის ცხოვრება წლებია ფუფუნებასთან, დიდ სახლებთან და მსოფლიო ყურადღებასთან ასოცირდება, თუმცა საკუთარი ქორწილი 11 აგვისტოს, პორტუგალიაში, კაშკაიშში მდებარე საზაფხულო სახლში ძალიან ვიწრო წრეში გამართეს. ხმაურიანი წვეულება და სტუმრების გრძელი სია არ ყოფილა. წყვილმა ეს დღე ოჯახთან ერთად გაატარა.
რონალდუ და ჯორჯინა ერთმანეთს ზუსტად ათი წლის წინ, მადრიდში შეხვდნენ. მაშინ ჯორჯინა Gucci-ს მაღაზიაში მუშაობდა, რონალდუ კი უკვე მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი იყო. მათი ურთიერთობა მალევე გახდა საჯარო, შემდეგ კი ამ ამბავს სხვადასხვა ქალაქში ცხოვრება, ხუთი შვილი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოჯახის სტატუსი მოჰყვა.
წყვილმა ნიშნობის შესახებ 2025 წლის აგვისტოში განაცხადა. ერთი წლის შემდეგ კი ოფიციალური ქორწილი შედგა.

ჯორჯინამ კლასიკურ საქორწილო კაბაზე უარი თქვა და თეთრი აბრეშუმის Gucci-ს კოსტიუმი აირჩია. რონალდუს ღია ჩალისფერი კოსტიუმი ეცვა. შვილების სამოსიც Gucci-მ შექმნა.
სამოსი საკმაოდ თავშეკავებული იყო, სამკაულები კი ნაკლებად. ჯორჯინას Chopard-ის Garden of Kalahari კოლექციის სამკაულები ეკეთა, მათ შორის ყელსაბამი 50-კარატიანი ბრილიანტით. ამას ნიშნობის უზარმაზარი ბრილიანტის ბეჭედიც ემატებოდა.

ქორწილის ყველაზე საინტერესო ნაწილი მაინც გარემო იყო. ყველაფერი იმ სახლში მოხდა, სადაც ოჯახი ყოველდღიურ ცხოვრებას ატარებს. არც ხმაურიანი წვეულება და არც სპეციალურად შერჩეული საქორწილო ლოკაცია. მხოლოდ ოჯახი და ცერემონია საკუთარ მისაღებ ოთახში.
ფოტოები ცნობილმა გერმანელმა ფოტოგრაფმა იურგენ ტელერმა გადაიღო.
სამოქალაქო ცერემონიის შემდეგ ოჯახი ფატიმის ღვთისმშობლის საკურთხეველში გაემგზავრა.

თაფლობის თვე კი გადაიდო. რონალდუ მალევე რიადში დაბრუნდა და Al-Nassr-თან ახალი სეზონისთვის მზადება განაგრძო.
დიდი წვეულება მომავალში შეიძლება მაინც გაიმართოს, თუმცა ამას მომავალი გვიჩვენებს.