ბრიტანელები ბრუნდებიან! Focus Features-მა Downton Abbey: A New Era-ს თიზერი გაგვიზიარა და პირველი, რაც შეგვიძლია გითხრათ ის არის, რომ კროულები სამხრეთ საფრანგეთს შტურმით იღებენ.
Downton Abbey-ს სექუელი მაყურებელს, ფილმის გამოსვლიდან 2 წლის, საკულტო სერიალის დასრულებიდან კი 5 წლის შემდეგ უბრუნდება. თიზერი გრაფინია მეგი სმიტის წარსულის აქამდე უცნობ დეტალებზე გვიამბობს:
„წლების წინ, სანამ შენ დაიბადებოდი, მე მამაკაცს შევხვდი... ახლა კი სამხრეთ საფრანგეთში ვილის მფლობელი გავხდი“ - ამბობს გრაფინია.
ჯერჯერობით სცენარის სხვა დეტალები უცნობია. რაც დაზუსტებით ვიცით ის არის, რომ გრაფინიას წარსულის შესახებ ბევრი რამ გახდება ცნობილი. Downton Abbey-ს სექუელში ჩვენს ფავორიტ მსახიობებთან ერთად, როგორებიც არიან: ჯიმ კარტერი, ბრენდან კოილი, კევინ დოილი, ჯოან ფროგატი, ჰარი ჰედენ-პატონი, რობერტ ჯეიმს-კოლიერი და ფილის ლოგანი, ახალი მსახიობებიც მოგვევლინებიან; მათ შორის: ჰიუ დენსი, ლორა ჰედოკი, ნატალი ბეი, დომინიკ უესტი და ჯონათან ზაკაი.
ორიგინალმა სატელევიზიო შოუმ არსებობის 6-წლიან ისტორიაში 69 Emmy-ს ნომინაცია და 15 ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. Downton Abbey: A New Era-ს რეჟისორი საიმონ კერტისი გახლავთ, სცენარის ავტორად კი ჯულიან ფელოუსი გვევლინება. ფილმი დიდ ეკრანებზე 2022 წლის 18 მარტს, Carnival Films and Focus Features-ზე გამოჩნდება.
2026 წლის ნახევარი თითქმის გასრულდა და დიდ ეკრანებზე უკვე ვიხილეთ ისეთი ფილმები, როგორებიცაა The Devil Wears Prada 2 თუ Toy Story 5. ახლა კი, როდესაც წლის პირველი ნახევარი თითქმის დასრულდა, გადავხედოთ იმ ყველაზე მნიშვნელოვან კინოპრემიერებს, რომლებიც 2027 წლამდე გველოდება.
11-12 ივლისს კიკეთის ფერმა „მუსიკალურ დღეებს“ უმასპინძლებს. ცოცხალი მუსიკის, ბუნების, გემრიელი კერძებისა და გასართობი აქტივობების წყალობით, ფესტივალი საუკეთესო მიზეზია, უქმე დღეები კიკეთის ფერმის სიმწვანეში გავატაროთ.
Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის ფარგლებში TheDiary Concept House დახურულ ღონისძიებას უმასპინძლებს, სადაც Dolce & Gabbana Beauty-ის, La Martina-სა და Gucci-ის პროფესიონალები მოდის, მარკეტინგისა და ტექნოლოგიების მომავალზე ისაუბრებენ.