შეფ ენცო ნერის საქველმოქმედო ინიციატივა ძეგვის თავშესაფრის მხარდასაჭერად
21 ივნისს, იტალიელი შეფის, ენცო ნერის ინიციატივით, ძეგვის თავშესაფრის მხარდასაჭერად საქველმოქმედო ლანჩი გაიმართება.
ადამიანებს კონსპირაციული თეორიები გვიყვარს და ხშირად სწორედ ისინი ეხმარება კონკრეტულ ამბავს ფართო საზოგადოებაში გავრცელებაში. უკვე თვეებია ყურადღების ცენტრშია EsDeeKid, არტისტი, რომელიც საკუთარ სახეს ნიღბის უკან მალავს და რომლის იდენტობაზეც მსმენელი მუდმივად მსჯელობს. ბევრისთვის რთული არ ყოფილა პარალელების გავლება EsDeeKid-სა და ტიმოთი შალამეს შორის. მსგავსება იგრძნობოდა სტილში, ესთეტიკაში და ზოგად განწყობაშიც. ამას ემატებოდა საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ფაქტი შალამეს ინტერესის შესახებ ჰიპ-ჰოპის მიმართ და კიდევ ერთი დეტალი, რომელიც ამ ვერსიას დამატებით კვებავდა. სანამ კინომსახიობის კარიერას დაიწყებდა, თინეიჯერობის წლებში შალამე Lil Timmy Tim-ის ფსევდონიმით რეპავდა.

სპეკულაციას კიდევ უფრო ამძაფრებდა თავად შალამეს პოზიცია. ის არც ადასტურებდა და არც უარყოფდა EsDeeKid-თან კავშირს, რაც კიდევ უფრო მეტ კითხვებს აჩენდა. საბოლოოდ, ეს ბუნდოვანება მუსიკით დასრულდა. შალამეს გამოჩენა EsDeeKid-ის „4 Raws“-ის რემიქსში არა მხოლოდ კონსპირაციულ თეორიებს უსვამს წერტილს, არამედ აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ჭორი გადაიქცეს რეალურ კოლაბორაციად.
თანამედროვე პოპ-კულტურაში ზღვარი კინოს, მუსიკასა და ინტერნეტ მითოლოგიას შორის ხშირად პირობითია. ზოგჯერ საკმარისია ერთი დაუდასტურებელი იდეა, რათა საზოგადოებრივმა ინტერესმა სრულიად ახალი ნარატივი შექმნას. ამ შემთხვევაში კი ნარატივი საბოლოოდ მუსიკალურ მოვლენად იქცა.