პრინცი ჰარი უკრაინაში მებრძოლების მოსანახულებლად ჩავიდა

სასექსის ჰერცოგი, პრინცი ჰარი, რუსეთ-უკრაინის ომში დაზარალებულთა მხარდასაჭერად კიევში ჩავიდა. ჰარის ვიზიტი მოულოდნელი იყო და მალევე მიიქცია საერთაშორისო გამოცემების ყურადღება. ეს ინგლისის სამეფო ოჯახის პრინცის უკვე მეორე ვიზიტია უკრაინაში, რომელიც უკრაინის მთავრობისა და ომის შედეგად დაშავებულთა მხარდამჭერი ორგანიზაციის მიწვევით შედგა. თუმცა, ჰარი პირველად ჩავიდა დედაქალაქში და ომის შედეგები თავისი თვალით, ახლოდან იხილა.

Prince Harry in Kiev, პრინცი ჰარი კიევში, პრინცი ჰარის ვიზიტი უკრაინაში

პრინცი ჰარი თითქმის ათი წელი მსახურობდა ჯარში. სამეფო ოჯახის სხვა წევრების მსგავსად, ის აქტიურადაა ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში, განსაკუთრებით კი სხვადასხვა ქვეყნის სამსახურში მდგომი ჯარისკაცების დახმარებაში. გასულ წელს, ნიგერიაში ვიზიტისას მან დაჭრილი ჯარისკაცები მოინახულა. გარდა ამისა, ოთხშაბათს, როდესაც პრინცი ჰარი ბრიტანეთში იმყოფებოდა, მისმა ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი ფონდი 500 000 დოლარს ღაზასა და უკრაინაში მცხოვრები ბავშვების დასახმარებლად გადარიცხავდა.

კიევში ვიზიტის მთავარი მიზანი ჰარის დაარსებული ორგანიზაციის Invictus Games Foundation ახალი ინიციატივების წარდგენა იყო, რაც ათასობით დაშავებული სამხედრო მოსამსახურის რეაბილიტაციას ისახავს მიზნად.

Prince Harry in Kiev, პრინცი ჰარი კიევში, პრინცი ჰარის ვიზიტი უკრაინაში
ჰარი კიევის მატარებელში

პრინცმა ჰარიმ დაჭრილი ვეტერანებისთვის საერთაშორისო სპორტული შეჯიბრება „Invictus Games“ 2014 წელს დააარსა. უკრაინელები ამ თამაშებში ხშირად მონაწილეობენ, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ვიზიტის დროს ჰერცოგმა გაიხსენა ჰააგაში, 2022 წლის თამაშებზე უკრაინის გუნდის განსაკუთრებული თავდადება, როცა ისინი შეჯიბრების შემდეგ ომის ზონაში ბრუნდებოდნენ.

Prince Harry in Kiev, პრინცი ჰარი კიევში, პრინცი ჰარის ვიზიტი უკრაინაში

ვიზიტის ფარგლებში პრინცი ჰარი 200-მდე ვეტერანს და უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს, იულია სვირიდენკოს შეხვდება. ის ასევე ეწვევა მეორე მსოფლიო ომის ისტორიის ეროვნულ მუზეუმს. ორგანიზაცია Invictus Games Foundation-ში კი გეგმავენ, რომ უკრაინაში სპორტული რეაბილიტაციის პროგრამები გააფართოონ და ქვეყანას საჭირო აღჭურვილობა გაეგზავნოს.

ზევით