ბოლო 17 წელია, ირანელი ხალხი ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ პერმანენტულად იბრძვის, თუმცა ამჟამინდელი პროტესტის მასშტაბი ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. რეჟიმი დემონსტრანტებს ცრემლსადენი გაზითა და ცეცხლსასროლი იარაღით უპირისპირდება. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი ათასებს აღწევს.
მომიტინგეს ხელში უჭირავს მეგობრის სისხლიანი მაისური, თეირანი, 1999 წელი Ph: Kamran Jebreili/AP
28 დეკემბერს ირანული ფულის ერთეული რიალი დოლართან მიმართებაში 1.48 მილიონამდე გაუფასურდა. პროტესტის პირველი ტალღა თეირანის ცენტრალური ბაზრიდან დაიწყო, სადაც მოვაჭრეებს მალევე შეუერთდნენ რიგითი მოქალაქეები და სტუდენტები. 8 იანვრისთვის კი დემონსტრაციებმა მთელი ქვეყანა მოიცვა.
დემონსტრანტები ჩადრის სავალდებულო ტარების წინააღმდეგ. ქალთა უფლებების დაცვის მესამე დღე, თეირანი, 1979 წლის 10 მარტი. Ph: Bettmann Archive/Getty Images
პროტესტის ზრდასთან ერთად, ეკონომიკური უკმაყოფილება ისლამური რესპუბლიკის დამხობის მოთხოვნამ შეცვალა. ირანის თეოკრატიული რეჟიმი, რომელიც ხელისუფლებაში 1979 წლიდანაა, ქვეყნის 90-მილიონიანი მოსახლეობისთვის დიდი ხანია, რაც არასასურველია. ამიტომაც, 2026 წლის ირანში გიზგიზებს ის ცეცხლი, რომელიც ნახევარი საუკუნის განმავლობაში ღვივდებოდა.
1980-იანი წლების ანტი-ჰიჯაბის საპროტესტო აქციაზე ქალები პროტესტის ნიშნად ჰაერში თავსაბურავებს აფრიალებენ.
ხელისუფლებამ, რომელსაც სათავეში 86 წლის აიათოლა ალი ხამენეი უდგას, მთელს ქვეყანაში ინტერნეტი და სატელეფონო კავშირი გათიშა, რათა საკუთარი ხალხის ხოცვა სიბნელეში დაემალა. ირანს დანარჩენ მსოფლიოსთან კავშირი 156 საათზე მეტია გაწყვეტილი აქვს. არაზუსტია ცნობები დაკავებულთა შესახებ, რომლებსაც სიკვდილით დასჯა ემუქრებოდათ, თუმცა, ბოლო ინფორმაციით, ირანის რეჟიმმა ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ზეწოლის შედეგად შეცვალა.
„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანმა წყარომ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ამ დროისთვის ადამიანების მკვლელობა შეჩერდა და აღარ განმეორდება. დღეს რამდენიმე ადამიანის სიკვდილით დასჯა იყო დაგეგმილი და ეს აღარ მოხდება“, – აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.
პროტესტი თეირანის ქუჩებში, 2009 წელი Ph: Getty Images
ჯერ კიდევ 1979 წელს, მსოფლიო ხედავდა, როგორ დაამხეს ირანელებმა მონარქია უკეთესი მომავლის იმედით. თუმცა, მოლოდინი არ გამართლდა. გაუქმდა კანონები, რომლებიც ქალთა უფლებებს იცავდა, გამოჩნდა „მორალის პოლიცია“ და ხალხის ყოველდღიურობა ბრძოლის ველად იქცა. ეს წნეხი წლების განმავლობაში უფრო აუტანელი ხდებოდა.
ირანელი მომიტინგეები დემონსტრაციას მართავენ თეირანში, ირანი, 1978 წელი Ph: AP
ამას მოჰყვა 2009 წლის პროტესტი, შემდეგ ახალგაზრდა მაჰსა ამინის მკვლელობა და 2022 წლის მოძრაობა სლოგანით: „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“. თუმცა ის, რაც დღეს ხდება, სულ სხვა ენერგიასა და მასშტაბს ატარებს.
ირანული პრესა მაჰსა ამინის სიკვდილის შესახებ. Ph: Wana News Agency
ჩვენს პლატფორმაზე მუდმივად ვაზიარებთ ინსპირაციულ ამბებს ადამიანებზე, რომლებიც სხვადასხვა სფეროში მნიშვნელოვან სიტყვას ამბობენ. დღეს კი მსოფლიოში ყველაზე შთამაგონებელი ირანელი ხალხია. ირანელები დღეს საკუთარი ხმისა და მომავლის დასაბრუნებლად იბრძვიან.
ირანელი მომიტინგეები დემონსტრაციის დროს აფრიალებენ 1979 წლამდე არსებულ ირანის ლომისა და მზის დროშას.
ჩვენი მიზანია, ეს ხმა უფრო მეტ ადამიანამდე მივიტანოთ. ირანელ ხალხს კი გვინდა ვუთხრათ: ჩვენ ვხედავთ თქვენს სიმამაცეს. ვხედავთ იმ სინათლეს, რომელიც საინფორმაციო ვაკუუმშიც კი აღწევს. ჩვენთვის პატივია, ვიყოთ თქვენი ხმის გამტარები. აფრიალეთ თავისუფალი ირანის დროშა და გვჯერა, რომ ამ მძიმე ბრძოლის შემდეგ, გამარჯვებით აუცილებლად დატკბებით.
პარიზში, სასტუმრო Pullman კულტურულ ღონისძიებას Pullman xChange მასპინძლობს. აქ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან 150 შემოქმედი და ინოვატორი იკრიბება, რათა სასტუმრო იდეების გაზიარების, დიალოგისა და ახალი კავშირების დამყარების ცოცხალ სივრცედ აქციოს.
ლონდონის სამოქალაქო ცერემონიის შემდეგ დუა ლიპამ და კალუმ ტერნერმა ქორწილის აღნიშვნა პალერმოში გააგრძელეს. მომღერალი პირველ საღამოზე Bottega Veneta-ს თეთრ კაბაში გამოჩნდა.