2026 წლის დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე, სადაც მსოფლიო ლიდერები ჩვეულებრივ გლობალურ გამოწვევებსა და კრიზისებზე საუბრობენ, წელს ყურადღების ცენტრში ემანუელ მაკრონის სათვალე მოექცა. საფრანგეთის პრეზიდენტმა სულ რამდენიმე წუთში მოახერხა ინტერნეტის აფეთქება და ციფრული მედია გამოცემების პირველ გვერდებზე მოხვედრა, თანაც ისე, რომ ჯერ სიტყვითაც არ იყო გამოსული.
Ph: Lafargue Raphael
მაკრონი დარბაზში ცისფერი, სარკისებური „ავიატორებით“ გამოჩნდა, რაც ერთი შეხედვით, დიპლომატიური ეტიკეტის დარღვევად შეგვიძლია აღვიქვათ. თუმცა, კრიტიკის ნაცვლად, მაკრონმა სოციალურ ქსელებში დადებითი ყურადღება დაიმსახურა. მას ხან ტომ კრუზის პერსონაჟს ადარებდნენ ფილმიდან Top Gun, ხანაც – „ტერმინატორს“.
რეპერი A$AP Rocky და ემანუელ მაკრონი 21 იანვარს გამართულ საქველმოქმედო საღამოზე. Ph: Matthias Leullier
როგორც კი გაირკვა, რომ პრეზიდენტს ფრანგული ბრენდის, Henry Jullien-ის სათვალე ეკეთა, მისი მფლობელი იტალიური კომპანიის (iVision Tech) აქციები ბირჟაზე 30%-ით გაიზარდა. მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ ბრენდის საიტი გაითიშა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მაკრონი არა მხოლოდ პოლიტიკოსი, არამედ გლობალური გავლენის მქონე ინფლუენსერიც არის.
სათვალის ტარების რეალური მიზეზი კი ის იყო, რომ პრეზიდენტს თვალში სისხლძარღვი გაუწყდა. მსოფლიო საზოგადოების წინაშე არაესთეტიკური იმიჯით რომ არ გამოჩენილიყო, მარტივ გამოსავალს მიაგნო. ნაცვლად იმისა, რომ ტრავმა დაემალა, მაკრონმა სიტუაცია თავის სასარგებლოდ გამოიყენა. მან უმნიშვნელო ფიზიკური ნაკლი თავდაჯერებულობის სიმბოლოდ აქცია.
ემანუელ მაკრონი და კრისტინ ლაგარდი, ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი
უფრო თუ ჩავუღრმავდებით ამ ჟესტს, დავოსში ეს სათვალე ერთგვარი ფარის ფუნქციასაც ატარებდა, რადგან თავის გამოსვლაში მაკრონმა მკაცრად გააკრიტიკა მსოფლიო ლიდერები და ის გეზი, რომელიც პოლიტიკურ ელიტას აქვს აღებული.
„გადავედით ისეთ სამყაროში, სადაც წესები აღარ არსებობს, სადაც საერთაშორისო სამართალს ფეხქვეშ თელავენ და სადაც, როგორც ჩანს, მხოლოდ ძლიერის სამართალი მოქმედებს. კვლავ იჩენს თავს იმპერიული ამბიციებიც. ამის ნათელი მაგალითია რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც მომავალ თვეში უკვე მეოთხე წელში გადავა, ასევე კონფლიქტები, რომლებიც კვლავ გრძელდება ახლო აღმოსავლეთსა და მთელ აფრიკაში“, – ემანუელ მაკრონი.
მოგვწონს ის თუ არა, ფაქტია, რომ მაკრონმა იცის, როგორ მუშაობს ციფრული ეპოქა. სანამ სხვები გრძელ სიტყვებს ამზადებდნენ, მან ერთი აქსესუარით აიძულა მთელი მსოფლიო მასზე ელაპარაკა.
პარიზში, სასტუმრო Pullman კულტურულ ღონისძიებას Pullman xChange მასპინძლობს. აქ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან 150 შემოქმედი და ინოვატორი იკრიბება, რათა სასტუმრო იდეების გაზიარების, დიალოგისა და ახალი კავშირების დამყარების ცოცხალ სივრცედ აქციოს.
ლონდონის სამოქალაქო ცერემონიის შემდეგ დუა ლიპამ და კალუმ ტერნერმა ქორწილის აღნიშვნა პალერმოში გააგრძელეს. მომღერალი პირველ საღამოზე Bottega Veneta-ს თეთრ კაბაში გამოჩნდა.