მსოფლიო ახალ ჯეიმს ბონდს ეძებს
რობერტ პატინსონი ახალი ჯეიმს ბონდის როლის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად განიხილება. მსახიობმა ლონდონში გამართულ კასტინგშიც მიიღო მონაწილეობა.
ჯონი დეპი კაპიტან ჯეკ ბეღურას როლზე დაბრუნებას არ გამორიცხავს. თუმცა მსახიობს აქვს პირობები, მას სურს „კარიბის ზღვის მეკობრეების“ ისტორია ღირსეულად დასრულდეს.

„ჩემი ერთადერთი სურვილია, რომ ამ ისტორიას ჰქონდეს საუკეთესო დასასრული“, - ჯონი დეპი.
პროდისუერმა, ჯერი ბრუკჰაიმერმა ჯეკ ბეღურას დაბრუნების სურვილი არაერთხელ გამოუთქვა. 2026 წლის აგვისტოში მან დაადასტურა, რომ დეპთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ახალი ფილმის სცენარზე მუშაობენ. პროდიუსერის თქმით, მსახიობის გადაწყვეტილება საბოლოოდ სცენარზე იქნება დამოკიდებული.
„კარიბის ზღვის მეკობრეების“ მეექვსე ფილმის შექმნის პროცესი რამდენიმე წელია გრძელდება და ამ პერიოდში სცენარის სხვადასხვა ვერსია მომზადდა. პროექტზე ფრენჩაიზის წინა ნაწილებთან დაკავშირებული სცენარისტები ჯეფ ნათანსონი და ტედ ელიოტიც მუშაობდნენ. თუმცა ფილმის საბოლოო სიუჟეტი და მსახიობთა შემადგენლობა ჯერ უცნობია.

დეპმა კაპიტანი ჯეკ ბეღურა პირველად 2003 წელს, ფილმში „შავი მარგალიტის წყევლა“, განასახიერა. შემდეგ იგი პერსონაჟის როლს კიდევ ოთხ ფილმში დაუბრუნდა. ფრენჩაიზის ხუთმა ნაწილმა მსოფლიო კინოგაქირავებაში საერთო ჯამში 4,5 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.
ამ ეტაპზე ჯონი დეპის დაბრუნება ოფიციალურად დადასტურებული არ არის. უცნობია ფილმის გამოსვლის თარიღიც. თუმცა დეპისა და ბრუკჰაიმერის განცხადებები მიუთითებს, რომ კაპიტან ჯეკ ბეღურას კიდევ ერთი მოგზაურობა კვლავ ელის.