მსოფლიო ახალ ჯეიმს ბონდს ეძებს

მსოფლიო ახალი ბონდის ძიებაშია. რობერტ პატინსონი, ნიკოლას ჰოლტი, კალუმ ტერნერი, ჯეკ ლოუდენი თუ ჯოშ ო’კონორი – ვინ იქნება ახალი ჯეიმს ბონდი? გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ეს ხუთეული განიხილება MI6-ის ლეგენდარული აგენტის როლზე.

ინსაიდერთა ცნობით, რობერტ პატინსონი ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად განიხილება. მსახიობმა 24 ოქტომბრის შაბათ-კვირას ლონდონში გამართულ კასტინგში მიიღო მონაწილეობა. ამავე პერიოდში იგი ქალაქში „ბეტმენი: ნაწილი II“-ის გადაღებებზე მუშაობდა.

რობერტ პატინსონი

კასტინგში პატინსონის ერთ-ერთი კონკურენტი ნიკოლას ჰოლტია, რომელთანაც მას ერთი მნიშვნელოვანი როლისთვის უკვე გაუწევია კონკურენცია. ორივე მსახიობი მეთ რივზის „ბეტმენში“ ბრიუს უეინის როლზე განიხილებოდა, თუმცა არჩევანი პატინსონზე შეჩერდა. რამდენიმე წლის შემდეგ ისინი კვლავ ერთი როლისთვის იბრძვიან, ამჯერად ჯეიმს ბონდისთვის.

nicholas hoult

პატინსონმა საერთაშორისო პოპულარობა „ბინდის“ ფილმებით მოიპოვა, მოგვიანებით კი სხვადასხვა ჟანრის პროექტებში განაგრძო მუშაობა. იგი თანამშრომლობდა რობერტ ეგერსთან, კრისტოფერ ნოლანთან და ძმებ საფდიებთან. 2026 წელს მსახიობი ზენდეიასთან ერთად გამოჩნდა ფილმში „The Drama“, ასევე ითამაშა ნოლანის „ოდისეასა“ და ფილმში „Primetime“.

pattinson odyssey

მის მომავალ პროექტებს შორისაა დენი ვილნევის „დიუნი: ნაწილი მესამე“. სწორედ ვილნევი გადაიღებს ჯეიმს ბონდის მომდევნო ფილმსაც. ამ ეტაპზე უცნობია, იქონიებს თუ არა რეჟისორთან თანამშრომლობის გამოცდილება გავლენას საბოლოო არჩევანზე.

დენიელ კრეიგმა ჯეიმს ბონდი ხუთ ფილმში განასახიერა. მისი პირველი ფილმი „კაზინო როიალი“ 2006 წელს გამოვიდა, აგენტის როლი კი ბოლოს 2021 წლის ფილმში „სიკვდილის დრო არ არის“ შეასრულა.

ჯერჯერობით დადასტურებულია მხოლოდ ის, რომ რობერტ პატინსონი შერჩევის პროცესში მონაწილეობს. Amazon MGM Studios-ს ახალი ჯეიმს ბონდის ვინაობა არ გამოუცხადებია. საბოლოო გადაწყვეტილებას 2026 წლის ბოლომდე ელიან.

ზევით