კლასიკური პიჯაკები, სხეულზე მორგებული შარვლები და კომპლექტები, რომლებიც ქალურ სილუეტებს უსვამს ხაზს - ჯერ კიდევ 2021 წელს, ამ პროდუქციით გაიცნო საზოგადოებამ Shilifi - ბრენდი, რომელიც წელს Fashion Vibes Milano-ზე ვიხილეთ.
SHILIFI-ის დამფუძნებელი - მედეა ჯანიაშვილი
ამერად, 2027 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია „შილიფმა“ მილანში გამართული მოდის კვირეულის პერიოდში წარადგინა.
Fashion Vibes Milano-ს ახალი გამოშვება, რომელმაც პროექტი - „NEXT CHAPTER“ ჩაატარა, თანამედროვე მოდის ტენდენციებსა და განსხვავებული შემოქმედებითი ხედვების შეხვედრას მიეძღვნა.
განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ტყავის აითემებმა, რომელიც ბრენდისთვის ერთ-ერთი მთავარი სიახლეა. ახალი კოლექციის სოლიდური ნაწილი, რომელიც TheDiary concept House-ში უკვე იყიდება, სწორედ ეკო ტყავისგანაა დამზადებული. მათ შორისაა შემოდგომა-ზამთრის ერთ-ერთი მთავარი ტრენდი - ტყავის თრენჩები და ორეულები.
საინტერესოა Shilifi-ის კოლექციის ფერთა პალიტრაც. თუ საზაფხულო კოლექციებში თეთრი და ნათელი ფერები ჭარბობდა, შემოდგომა-ზამთრის Look-ებისთვის ბრენდმა აქცენტი ტრენდულ წითელ და მუქ პასტელურ ფერებზე გააკეთა.
სამკაულის ბრენდი „ქრონოსი“ საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის განსხეულებაა. ისტორია, რომელიც მუზეუმებში ინახება, ბრენდის მთავარი შთაგონებაა. აქ ყოველი დიზაინი თავისი ამბით გამოირჩევა, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, საკუთარი ქვეყნის ისტორიის ნაწილი ატაროს.
ქართული ბრენდი Di Berbera დახვეწილობასა და ელეგანტურობას ყოველდღიურობის ნაწილად აქცევს. TheDiary-სთან ინტერვიუში ბრენდი დამფუძნებელი, დიანა ბერბერაშვილი Di Berbera-ს შექმნის ისტორიაზე, ხარისხის სტანდარტებსა და მომავალ კოლექციაზე გვიყვება.
ALLIE ქართულ მოდაში თამამი სილუეტებით, ვინტაჟური ელფერითა და ელეგანტურობით გამოირჩევა. ბრენდის დამფუძნებელი ქართველი GOGO ელენე მიქავაა, რომლის კრეატიული ხედვა ქალის სიძლიერესა და სინაზეს უნიკალურ სტილში აერთიანებს.