რიოკო – ოჯახური იდეიდან შექმნილი მცირე ბიზნესი

რიოკო ქართული ბრენდია, რომელიც ბავშვებისთვის პერსონალიზებულ სათავსოებსა და საჩუქრებს ქმნის. ბრენდის დამფუძნებლებმა პირველი სათამაშოების ყუთი შვილის, რიოს, ოთახისთვის მოიფიქრეს. მათ ისეთი ყუთის გაკეთება სურდათ, რომელიც ოთახს მოუხდებოდა და ბავშვს სათამაშოების ალაგებაში დაეხმარებოდა. ამ იდეიდან ოჯახური ბიზნესი წამოიწყეს, ბრენდის სახელწოდება კი ბავშვის სახელს დაუკავშირეს.

ნინო: ბრენდი მე და ჩემმა მეუღლემ ჩვენი შვილის, რიოს, დაბადებასთან ერთად დავაფუძნეთ. სახელიც სწორედ მის სახელს უკავშირდება.

რიო საბავშვო

რიოკოს შექმნის იდეა სათამაშოების შესანახი ყუთით დაიწყო. გვინდოდა, ბავშვის ოთახისთვის ისეთი სათავსო შეგვექმნა, რომელიც სივრცეს მოუხდებოდა და პატარას სათამაშოების ალაგებასაც გაუადვილებდა. ამ პირველი იდეიდან ახალი პროდუქტები და მიმართულებები გაჩნდა, რის შედეგადაც ჩვენი ასორტიმენტიც თანდათან გავაფართოეთ.

ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული მიმართულება საბავშვო ავტოფარეხებია. საქართველოში მათი წარმოება პირველებმა დავიწყეთ. პატარა ავტომობილებისთვის განკუთვნილი ავტოფარეხი ბავშვებს მანქანების მოწესრიგებაში ეხმარება და, ამასთანავე, წარმოსახვითი თამაშისთვისაც საინტერესო სივრცეს ქმნის.

რიოკო

დღეს რიოკოს ასორტიმენტში სათამაშოების ყუთებს, ბორბლებიან სათავსოებს, საბავშვო ავტოფარეხებსა და პერსონალიზებულ საჩუქრებს ნახავთ. პროდუქციის ნაწილის გაფორმება ბავშვის სახელით ან სასურველი წარწერით არის შესაძლებელი – ეს პერსონალური დეტალი კი ჩვენს მომხმარებლებს განსაკუთრებით მოსწონთ.

სათამაშო საბავშვო სათამაშო

პერსონალიზაცია განსაკუთრებით აქტუალური საახალწლო სეზონზე გახდა. საახალწლო პერიოდის მოახლოვებასთან ერთად დიდი ინტერესი გამოიწვია ჩვენმა პერსონალიზებულმა ორნამენტებმა, რომლებზეც ბავშვის სახელს ან ოჯახისთვის მნიშვნელოვან წარწერას ვათავსებთ. მაგალითად, ორნამენტზე შეიძლება ეწეროს „პირველი ახალი წელი“ ან აღინიშნოს სხვა განსაკუთრებული მომენტი. გვინდა, რომ ეს ნივთები ნაძვის ხის დეკორაციასთან ერთად წლების შემდეგაც სასიამოვნო მოგონებად დარჩეს.

რიოკო

ჩვენი პროდუქცია საქართველოში მზადდება. რიოკოს შექმნისას გვინდოდა ისეთი ნივთების გაკეთება, რომლებიც პრაქტიკულიც იქნებოდა და ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობასაც შეიძენდა. ამ იდეის განვითარებას დღესაც ვაგრძელებთ და ახალ პროდუქტებს ვქმნით, რომლებსაც ბავშვის ყოველდღიურობის გალამაზება და სახალისოდ ქცევა შეუძლიათ.

საბავშვო, სათამაშო

ზევით