ზუჰაირ მურადი ნამდვილად გამოუსწორებელი რომანტიკოსია, მას სწამს, რომ მაღალი მოდა ეს ის საოცრებათა ქვეყანაა, რომელშიც მხოლოდ სილამაზის ქმნილებები ცხოვრობენ. ლეგენდარული მოდის სახლის Zuhair Murad-ის დამფუძნებელი და მისი კრეატიული დირექტორი აღმერთებს ქალებს, მათ ელეგანტურობას, ფემინურობასა და ძალას ერთდროულად და როგორც რომანტიკოსს მასაც უყვარს თავის ქალღმერთებზე ახალი ისტორიების შეთხზვა, ამბების გამოგონება და საკუთარ ოცნებებში ჩვენი შეშვებაც.
SPRING 2022 COUTURE კოლექციისთვის ზუჰაირ მურადისგან ყველა მხოლოდ ტრადიციულ ამბავს ელოდა, დისნეის მოძველებული პრინცესების გარდერობითა და სამკაულებით, თუმცა დიზაინერმა ყველას გაოცება პოდიუმზე პირველი მოდელის გამოჩენისთანავე მოახერხა. ეს არ იყო ამბავი პრინცესებზე, ეს იყო ისტორია ძლიერ ქალებზე რომლებიც ზღვაში გაიჭრნენ.
„ადამიანებმა უნდა იოცნებონ, განსაკუთრებით ამ მომენტში, ამ მართლაც სტრესულ დროს“, - თქვა მურადმა შოუს კულისებში. „მეკობრეები თავისუფლების, თავდაჯერებულობისა და გამბედაობის სადარაჯოზე დგანან”.
ზუჰაირ მურადის მოდელები თავგადასავლებისკენ მიემართებოდნენ ღია ზღვაში, ძვირფასი ქვებით შემკულ სილუეტებში დიზაინერმა განძის სკივრის შთაგონება გამოიყენა, მდიდრული ნაქარგებით მისტიკური რუკები იყო ამოქარგული, მბზინავი კრისტალები კი კიდევ ერთხელ უსვამდნენ ხაზს მეკობრეთა მიერ მოხვეჭილ საგანძურს. გემის კაპიტანი ქალი გახლდათ და გემბანზეც ადგილი მხოლოდ ქალებისთვის იყო განკუთვნილი.
ტრიკორნის ჩალის ქუდები, თავსაბურავი და ნატურალური ტყავის აქსესუარები ხაზს უსვამდნენ კოლექციის კონცეფციას, ხოლო ბუშტის სახელოები და საყვარელი დეკოლტეები უშიშარი თავგადასავლებისთვის გვამზადებდნენ.
სილამაზის სალონის, NAIL SUNNY-ის ისტორია 8 წლის წინ, ერთი ფილიალით დაიწყო. პროფესიონალიზმზე, მუდმივ განვითარებასა და მომხმარებლის კომფორტზე დაფუძნებულმა ხედვამ კი ბრენდი სწრაფად აქცია ქართული სილამაზის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და მოთხოვნად სახელად.
ქართველი მოდელი სანდრო ვეფხვაძე საერთაშორისო მოდის ინდუსტრიის ყურადღების ცენტრშია. სანდრო Dolce & Gabbana-ს მილანის ჩვენებებაზე ვიხილეთ, მანამდე კი Dior Riviera-ს გლობალურ კამპანიასა და წამყვან ბრენდებთან კოლაბორაციებში.
შეფ ენცო ნერი TheDiary-ს იტალიიდან საქართველომდე განვლილ გზაზე უყვება. ნერი უკვე ადგილობრივი სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის გამორჩეული ფიგურაა. იგი Swissôtel-სა და Mercure Tbilisi-ს სამზარეულოს ხელმძღვანელობს და ქართველ გურმანებს იტალიურ სამზარეულოს აცნობს.