ვინი ჰარლოუმ „ეშმაკი ატარებს პრადას“ პრემიერაზე ქართული ბრენდის, NINO SEPO-ს სამკაულები მოირგო

ნიუ-იორკის Lincoln Center-ში „ეშმაკი ატარებს პრადას“ მეორე ნაწილის პრემიერა გაიმართა. როგორც მოსალოდნელი იყო, მსოფლიო პრემიერაზე ლეგენდარული მსახიობები გამორჩეული ლუქებით წარდგნენ, თუმცა წითელ ხალიჩაზე ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება ვინი ჰარლოუმ მიიპყრო.

Winnie Harlow, ვინი ჰარლოუ, ნინო სეფო, ნინო სეფიაშვილი, ნინო სეფო ბეჭედი, ეშმაკს აცვია პრადა, ეშმაკი ატარებს პრადას, Nino Sepo Jewelery

სუპერმოდელმა პრემიერისთვის Stéphane Rolland-ის ოტ კუტურის კაბას ქართული ბრენდის, Nino Sepo-ს საყურე და ბეჭდები შეუხამა. ნინო სეფიაშვილის თვალის ფორმის საყურემ და თითბრის ბეჭდებმა, შავი და თეთრი მინანქრის დეტალებით, ჰარლოუს ლუქს განსაკუთრებული ელფერი შესძინა.

Nino Sepo-ს სამკაულების შეძენა TheDiary Concept House-შია შესაძლებელი.

„ეშმაკი ატარებს პრადას“ მეორე ნაწილის პრეს-ტური რადიკალურად განსხვავდება 20 წლის წინანდელი მოვლენებისგან. როგორც მერილ სტრიპი იხსენებს, მაშინ მსახიობებს სამოსის მოძიება უჭირდათ, რადგან დიზაინერებს ანა ვინტურის რეაქციის ეშინოდათ. დღეს კი ვითარება შეცვლილია. თავად ვინტური არა მხოლოდ პრემიერას დაესწრო, არამედ ფილმის სარეკლამო კამპანიაშიც კი ჩაერთო.

Anna Wintour, Devil Wears Prada, ეშმაკი ატარებს პრადას 2, ანა ვინტური

ეს ცვლილება მსახიობების შერჩეულ სამოსზეც აისახა. მერილ სტრიპი, რომელიც პრემიერამდე პაპარაცებმა დემნას მიერ Gucci-სთვის შექმნილი LA FAMIGLIA კოლექციის ლეოპარდის ქურქით დააფიქსირეს, უშუალოდ ღონისძიებაზე Givenchy-ს 2026 წლის საშემოდგომო კოლექციის წითელი ტყავის მოსასხამით წარსდგა.

Meryl Streep, მერილ სტრიპი, ეშმაკი ატარებს პრადას 2 Meryl Streep, მერილ სტრიპი, ეშმაკი ატარებს პრადას 2, დემნა გვასალია, დემნა, გუჩი, Demna Gucci La Famiglia

ენ ჰეთეუეიმ ნიკოლა ჟესკიერის დიზაინით შექმნილი Louis Vuitton-ის წითელი კაბა მოირგო, ხოლო ემილი ბლანტი Schiaparelli-ს სამოსსა და Mikimoto-ს 67 000-დოლარიან Rosés Akoya-ს ყელსაბამში იყო გამოწყობილი.

ეშმაკი ატარებს პრადას 2, პრემიერა, ენ ჰეთეუეი, ემილი ბლანტი, მერილ სტრიპი

ნიუ-იორკში მთავარი პრემიერა დიდებულად შედგა. ახლა კი ქართულ პრემიერას ველოდებით, რომელიც 30 აპრილს არის დაგეგმილი. მოლოდინი დიდია, მით უმეტეს, როცა მსოფლიო ეკრანებზე ჟურნალ Runway-ს დაბრუნებასთან ერთად, წითელ ხალიჩაზე ქართველი დიზაინერების წარმატებასაც ვადევნებთ თვალს.

ასე რომ, მოემზადეთ, 30 აპრილიდან კინოთეატრებში მაღალი მოდა და Runway-ის ინტრიგები ბრუნდება. That’s all.

ზევით