ლუპიტა ნიონგოს სახლი ლოს-ანჯელესში
ლუპიტა ნიონგომ ლოს-ანჯელესის სახლი Crate & Barrel-ის დიზაინის გუნდთან ერთად განაახლა. ინტერიერში მთავარი ადგილი ბუნებრივ ხედებსა და მყუდრო გარემოს ეთმობა.
ემა რობერტსი და კოდი ჯონი 2026 წლის 25 ივლისს, ოჯახის წევრებისა და ახლო მეგობრების გარემოცვაში აიდაჰოში დაქორწინდნენ. ღია ცის ქვეშ გამართული ცერემონიის სივრცე მცენარეებითა და ყვავილების კომპოზიციებით იყო გაფორმებული. სტუმრებს შორის იმყოფებოდნენ ემას მამიდა, ჯულია რობერტსი და მისი მეუღლე, კინოოპერატორი დენი მოდერი.

საქმროს ყავისფერი კოსტიუმი ეცვა. პატარძალმა კი Monique Lhuillier-ის კაბა შეარჩია.

წყილმა ერთმანეთი საერთო მეგობრების მეშვეობით 2022 წლის ზაფხულში გაიცნეს. მათი ურთიერთობის შესახებ იმავე წლის აგვისტოში გახდა ცნობილი, როდესაც ჯონმა სოციალურ ქსელში საერთო ფოტო გამოაქვეყნა. ნიშნობის შესახებ კი ოფიცალური განცხადება 2 წლის შემდეგ გააკეთეს. ურთიერთობის განმავლობაში რობერტსი და ჯონი საჯარო სივრცეში იშვიათად ჩნდებოდნენ და პირად საკითხებზე თითქმის არ საუბრობდნენ.

ქორწილის მთავარი თემა ემა რობერტსის კაბაა. მის შექმნას ცხრა თვე და თითქმის ათასი საათი დასჭირდა. ტრადიციული თეთრი ფერის ნაცვლად მსახიობმა დაძველებული ვარდისფერი ქსოვილი აირჩია. ფერს „ანტიკური ვარდი“ ეწოდა.

კაბის შესაქმნელად დაახლოებით 23 მეტრი აბრეშუმის ნაჭერი გამოიყენეს. ქსოვილი კორსეტის კონსტრუქციაზეა გადანაწილებული და რამდენიმე ფენისგან შემდგარ ქვედაბოლოს ქმნის. კაბას მაღალი ჭრილი და მსუბუქად შეკრული უკანა ნაწილი აქვს, რაც პატარძალს თავისუფლად მოძრაობის საშუალებას აძლევს.
სამოსს ასიმეტრიული თავშალი ემატება, რომელიც ფრანგული მაქმანითაა გაფორმებული.
![]() |
![]() |
დიზაინის შთაგონებად მსახიობმა ძველი წიგნები, დაძველებული ქაღალდი, ვინტაჟური ფოტოები და წლების განმავლობაში შეგროვებული ნივთები დაასახელა. მას სურდა, კაბას ახლად შექმნილი სამოსის ნაცვლად არქივში აღმოჩენილი ძვირფასი ნივთის შთაბეჭდილება დაეტოვებინა.

წვეულების მეორე ნაწილისთვის ემა რობერტსმა კვლავ Monique Lhuillier-ის სამოსი შეარჩია, თუმცა ამჯერად დიზაინერის 2004 წლის შემოდგომის კოლექციიდან.