#COVERSTORY

THEDIARY x DELFOS COVER STORY: მარიამისა და სალომეს მეგობრობის ამბავი

გაზიარება:

| ანა ციხელაშვილი |

ოთახში შემოჭრილი მზის სხივები მარიამ დავითაძის მაჯაზე Delfos-ის სამაჯურს ეცემა. მარიამის პირისპირ კი სალომე ტოშკუა ქართველი დიზაინერის ცეცხლისფერ კაბას ისწორებს. გოგონები TheDiary-ს გუნდთან ერთად Cover Story-ს გადასაღებად ემზადებიან.

სალომე ტოშკუა, მარიამ დავითაძე, დელფოსი, სამკაული, რობერტო ბრავო, Delfos, TheDiary, Cover Story, Salome Toshkua, Mariam Davitadze

ათასობით გამომწერისთვის სალომესა და მარიამის ერთად დანახვა უკვე ტრადიციად იქცა. მათ სოციალურ ქსელებში შეძლეს ის, რაც ბევრისთვის რთულია: შექმნეს გულწრფელი კონტენტი და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინფლუენსერები გახდნენ. დღეს ისინი ხალხის თვალში მეგობრობისა და წარმატებული კრეატორების მაგალითები, ერთმანეთისთვის კი მთავარი დასაყრდენები არიან.

მარიამ დავითაძე, დელფოსი, სამკაული, რობერტო ბრავო, Delfos, TheDiary, Cover Story, Mariam Davitadze

ვინ არის ნამდვილი მეგობარი? ეს არის ადამიანი, რომელიც მიგიღებს ისეთს, როგორიც ხარ, სალომე ტოშკუა.

ამ გადაღებისთვის შერჩეული Delfos-ის Roberto Bravo 935 Silver კოლექციები პეპლებით, ფუტკრებით, ყვავილებითა თუ გულებით გაზაფხულისა და ახალი ენერგიის სიმბოლოა. ისევე როგორც ამ სამკაულების შექმნას სჭირდება დრო და სიზუსტე, მარიამისა და სალომეს მეგობრობაც წლებმა გამოაწრთო. ყველაფერი სკოლაში, უბრალო ნაცნობობით დაიწყო, რაც მალევე ღრმა კავშირში გადაიზარდა.

სალომე ტოშკუა, დელფოსი, სამკაული, რობერტო ბრავო, Delfos, TheDiary, Cover Story, Salome Toshkua

არასდროს ვეჯიბრებით ერთმანეთს. პირიქით, გულწრფელად გვიხარია ერთმანეთის წარმატება. იშვიათია, როცა ადამიანი ასე უპირობოდ გიდგას გვერდით, მარიამი.

მარომ ჩემზე ყველაფერი იცის. ხშირად ლაპარაკიც არ გვჭირდება, ერთი გამოხედვაც ჰყოფნის იმის მისახვედრად, თუ რა მჭირდება, სალომე.

სალომე ტოშკუა, მარიამ დავითაძე, დელფოსი, სამკაული, რობერტო ბრავო, Delfos, TheDiary, Cover Story, Salome Toshkua, Mariam Davitadze

გადაღების პროცესში მათი სინქრონული მოძრაობები თვალშისაცემია. ბევრს ისიც კი ჰგონია, რომ ბიოლოგიური დები არიან. ეს მსგავსება მხოლოდ გარეგნული ან ენერგეტიკული არ არის, ის მათ გემოვნებაშიც იგრძნობა.

სალომე ტოშკუა, დელფოსი, სამკაული, რობერტო ბრავო, Delfos, TheDiary, Cover Story, Salome Toshkua

„ხანდახან მგონია, რომ სალომეს ღიმილი მაქვს გადმოდებული“, ამბობს მარიამი. სალომე კი პასუხობს: „მე კი მაროს ცეკვის მანერები მაქვს“.

მათი სტილი ჰარმონიულია აქსესუარების შეხამებიდან სამოსის სილუეტებამდე. თუმცა, ერთმანეთისთვის სამკაულს მაინც ინდივიდუალურად არჩევენ. მაგალითად, Delfos-ის კოლექციიდან მარიამმა სალომესთვის ყვავილის ფორმის სამკაული შეარჩია, სალომემ კი მარიამისთვის პეპელა, როგორც მუდმივი განახლებისა და ენერგიის სიმბოლო.

მარიამ დავითაძე, დელფოსი, სამკაული, რობერტო ბრავო, Delfos, TheDiary, Cover Story, Mariam Davitadze

TheDiary x Delfos ახალი Cover Story-ს მიღმა შრომისმოყვარე ქალები დგანან. მარიამისთვის დღეს მთავარი გამოწვევა საქმიანობასა და დედობას შორის ბალანსია, რასაც პატარა ტიტესთან ერთად სიამოვნებით ართმევს თავს. რთულ მომენტებში კი გოგონები ერთმანეთისთვის მთავარი მოტივატორები ხდებიან.

სალომე ტოშკუა, მარიამ დავითაძე, დელფოსი, სამკაული, რობერტო ბრავო, Delfos, TheDiary, Cover Story, Salome Toshkua, Mariam Davitadze

მარო სულ მახსენებს, რომ შეუჩერებელი ვარ, სალომე.

სოციალურ მედიაში ტრენდები სწრაფად იცვლება, მაგრამ სალომე და მარიამი უცვლელები რჩებიან.

სალომე ტოშკუა, მარიამ დავითაძე, დელფოსი, სამკაული, რობერტო ბრავო, Delfos, TheDiary, Cover Story, Salome Toshkua, Mariam Davitadze

ერთ რამეში ვარ დარწმუნებული: ჩვენ ერთმანეთისთვის გავჩნდით, მარიამი.

ისინი ამ გაზაფხულის მთავარი პერსონაჟები არიან ფერადები, გულწრფელები და რაც მთავარია, განუყრელები.

კაბები: Jesus Star
ლოკაცია: Sheraton Grand Tbilisi
მაკიაჟი და ვარცხნილობა: Dessange
ფოტო: Ika Pirveli

ზევით