ანკა ვასაძე დედობაზე THEDIARY x DELFOS საგაზაფხულო კამპანიაში

| ანა ციხელაშვილი |

ამბობენ, რომ გოგოს დედობა საკუთარ ბავშვობაში დაბრუნებას ჰგავს. ეს არის პროცესი, როცა ყოველდღე აკვირდები პატარა ადამიანს, რომელიც შენივე ღიმილით გიღიმის, შენსავით იპრანჭება და საკუთარ თავს შენს ნივთებში ეძებს. TheDiary-ს საგაზაფხულო კამპანიაში სწორედ ამ განსაკუთრებული ემოციის გადმოცემა გვსურდა, ხოლო ამბის მთავარ გმირებად, მსახიობი ანკა ვასაძე და პატარა ანასტასია ავირჩიეთ.

ანკა ვასაძე, დელფოსი, სამკაული, delfos, ბრილიანტები

ისტორიის ვიზუალური ნაწილი Delfos-ის კოლექციებმა შექმნა. ბრენდი ქართველი მომხმარებლისთვის უკვე დიდი ხანია იმ ასოცირდება სივრცესთან, სადაც ოქრო და ბრილიანტები თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალებაა. ჩვენი კამპანიისთვის „დელფოსი“ ბუნებრივი არჩევანი იყო, რადგან აქ კარგად ესმით, რომ ქალის სტილი არ არის სტატიკური, არამედ ის ვითარდება და საბოლოოდ, მომავალ თაობას გადაეცემა.

ანკა ვასაძე, მსახიობი, TheDiary, ანკა ვასაძე შვილი, დელფოსი, Delfos, სამკაული, დედობა, ბავშვის სამკაული ანკა ვასაძე, მსახიობი, TheDiary, ანკა ვასაძე შვილი, დელფოსი, Delfos, სამკაული, დედობა, ბავშვის სამკაული

„დელფოსი“ ის გამორჩეული ადგილია, სადაც ერთ სივრცეში იპოვით როგორც დახვეწილ საიუველირო ნაკეთობებს ქალებისთვის, ისე პირველ ძვირფას საჩუქრებს პატარებისთვის. ბრენდსა და ჩვენს ნარატივს შორის კავშირიც ამ კომფორტშია.

ანკა ვასაძე, მსახიობი, TheDiary, ანკა ვასაძე შვილი, დელფოსი, Delfos, სამკაული, დედობა, ბავშვის სამკაული

მსახიობი ანკა ვასაძე ორი შვილის დედაა. მასთან ინტერვიუში დედა-შვილობის უწყვეტ კავშირზე ვსაუბრობთ და იმაზე, თუ როგორ ხდება სტილი, სიყვარულის მსგავსად, მემკვიდრეობა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა.

ანკა ვასაძე, მსახიობი, TheDiary, ანკა ვასაძე შვილი, დელფოსი, Delfos, სამკაული, დედობა ანკა ვასაძე, მსახიობი, TheDiary, ანკა ვასაძე შვილი, დელფოსი, Delfos, სამკაული, დედობა

ანკა, რა არის დედობა თქვენთვის და როდის დაიწყო ეს გზა?

ანკა: დედობა ტუსიამდე ბევრად ადრე დაიწყო. შეიძლება ითქვას, თინეიჯერობა არ იყო დამთავრებული, დედობა რომ დაიწყო და სწორედ ამ გამოცდილებამ გამზარდა. დედობამ ცხოვრებაში ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაგრძნობინა.

ანკა ვასაძე

გოგოს დედობა როგორია? განსხვავდება თუ არა ეს ფენომენი?

ანკა: გოგოს დედობა სულ სხვანაირია. ზოგადად მგონია, რომ ყველა შვილთან განსხვავებული მშობლები ვართ, მითუმეტეს, როცა ამხელა ასაკობრივი შუალედია. თუმცა, გოგოს დედობა კიდევ უფრო მეტად შეგაგრძნობინებს შენს როლს მის ცხოვრებაში. ის სულ გბაძავს, მისთვის ყველაფერში შენ ხარ მაგალითი და ეს ძალიან პატარა ასაკიდან არის თვალსაჩინო.

ანკა ვასაძე, მსახიობი, TheDiary, ანკა ვასაძე შვილი, დელფოსი, Delfos, სამკაული, დედობა

სულ მეგონა, რომ ბიჭების დედა უნდა ვყოფილიყავი და ძალიან მახარებდა ეს ფაქტი, მაგრამ როცა გავიგე, რომ გოგოზე ვიყავი ორსულად, სულ სხვა გრძნობა დამეუფლა. ანასტასია რაც დაიბადა, მას მერე უფრო შევიგრძენი ის სიამოვნება, რაც გოგოს დედობას სდევს თან. ამ დროს, შენ, როგორც ქალი, შენს ბავშვობასაც იხსენებ. გახსენდება, რაზე ოცნებობდი, როგორი რაღაცები გიხაროდა, რა გაბედნიერებდა.

ანკა ვასაძე, მსახიობი, TheDiary, ანკა ვასაძე შვილი, დელფოსი, Delfos, სამკაული, დედობა ანკა ვასაძე, მსახიობი, TheDiary, ანკა ვასაძე შვილი, დელფოსი, Delfos, სამკაული, დედობა

რამდენად ხედავთ საკუთარ თავს პატარა ანასტასიაში?

ანკა: ძალიან სასიამოვნოა, როდესაც შენი შვილის პიროვნებას აკვირდები და იცი როგორი გაიზრდება. ტუსია თეატრშიც დამყვება და ერთად ვიკეთებთ მაკიაჟს, ტუჩსაცხის გარეშე უკვე სახლიდან არ გადის. ყოველდღიურად ვხედავ, როგორ მბაძავს. როგორ უნდა იმასაც სამკაულები აიღებს ხოლმე ჩემს ნივთებს და მთხოვს, რომ ვათხოვო ან ვაჩუქო. ხანდახან მეშინია კიდეც, ჩემთვის ძალიან ძვირფასი სამკაული შემთხვევით არ გააყოლოს ბაღში.

ანკა ვასაძე, მსახიობი, TheDiary, ანკა ვასაძე შვილი, დელფოსი, Delfos, სამკაული, დედობა, ბავშვის სამკაული

როცა მიყურებს, რომ საყურე მიკეთია, მასაც უნდა ყურის გახვრეტა, მაგრამ ჯერ ეშინია. ძალიან სასიამოვნოა, როცა უყურებ შენს შვილს და ხვდები, რომ ეს ადამიანი, როგორც ქალი, იქნება შენი გაგრძელება. იმიტომ, რომ შენგან აქვს ნასწავლი ქალობა, ნასწავლი აქვს, როგორ იზრუნოს თავზე და როგორ უყვარდეს საკუთარი თავი.

ანკა ვასაძე, მსახიობი, TheDiary, ანკა ვასაძე შვილი, დელფოსი, Delfos, სამკაული, დედობა, ბავშვის სამკაული

კაბები: Mariam Tartarashvili
ბავშვის სამოსი: Michelle_kidsbrand
ლოკაცია: Sheraton Grand Tbilisi
მაკიაჟი და ვარცხნილობა: Dessange
ფოტო: Ika Pirveli

ზევით