ილია თოფურია VS ჯასტინ გეიჯი: ისტორიული ბრძოლა თეთრ სახლში
ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში შეხვდებიან ერთმანეთს. ისტორიული ღონისძიება თეთრ სახლში გაიმართება და მსუბუქი წონის ჩემპიონის ვინაობას გაარკვევს.
ლოს-ანჯელესში, Shrine Auditorium-ში ყოფილი SAG და ამჟამინდელი Actor Awards-ის რიგით 32-ე დაჯილდოება გაიმართა. მსახიობ კრისტენ ბელის მიერ წაყვანილი წლევანდელი ცერემონია მოულოდნელი შედეგებით დასრულდა, რამაც მოახლოებული ოსკარის პროგნოზებიც შეცვალა.

საღამოს მთავარი სიურპრიზი ფილმის Sinners ტრიუმფი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ კინო დაჯილდოებების სეზონის განმავლობაში ლიდერობას One Battle After Another ინარჩუნებდა, Actor Awards-ის მთავარი ჯილდო საუკეთესო სამსახიობო გუნდისთვის სწორედ Sinners-მა მოიპოვა. ვინაიდან სამსახიობო გილდიის რჩეული ხშირად „ოსკარის“ მთავარი ფავორიტი ხდება, ამ გამარჯვებამ რაიან კუგლერის ნამუშევარს წლის საუკეთესო ფილმის ტიტულისკენ გზა გაუხსნა.
სწორედ Sinners-ში შესრულებული როლისთვის მიიღო მაიკლ ბ. ჯორდანმა კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო. მსახიობმა პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დაიმსახურა. ჯორდანთან ერთად ამ ნომინაციაში ტიმოთი შალამე და ლეონარდო დიკაპრიო იყვნენ წარდგენილები.

ცერემონიის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ნაწილი იანვარში გარდაცვლილი კეტრინ ო’ჰარას დაჯილდოება იყო. მან პრიზი სერიალში The Studio შესრულებული როლისთვის მიიღო. ჯილდო მისმა კოლეგამ, სეთ როგანმა ჩაიბარა და მსახიობის პროფესიონალიზმსა და პიროვნულ თვისებებზე ისაუბრა.
განსაკუთრებული ოვაციებით შეხვდა დარბაზი 64 წლის მაიკლ ჯეი ფოქსსაც. მსახიობი დიდი ხანია კინო დაჯილდოებებზე არ გამოჩენილა, რადგან წლებია პარკინსონის დაავადებას ებრძვის. თავის გამოსვლაში მან კარიერის საწყის ეტაპსა და ოჯახზე ისაუბრა.

კინემატოგრაფში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კი (Life Achievement Award) ჰარისონ ფორდი დაჯილდოვდა. 83 წლის მსახიობმა მისთვის დამახასიათებელი იუმორით აღნიშნა, რომ ეს პრიზი კარიერის შუა ეტაპზე მიღებული აღიარებაა.
აქ უამრავი მსახიობია, რომლებიც პრიზს საუკეთესო როლებისთვის ელოდებიან, მე კი ჯილდოს იმისთვის მაძლევენ, რომ უბრალოდ ცოცხალი ვარ, – ფორდი.
ფორდმა ყურადღება გაამახვილა მსახიობის პროფესიის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მათ აქვთ პრივილეგია იმუშაონ ფანტაზიის სამყაროში, სადაც ხან კომედიას ქმნიან, ხან კი – ხელოვნებას.

2026 წლის Actor Awards-ი რჩება იმ კინო დაჯილდოებად, რომელიც ინდუსტრიაში გამოცდილებასა და ახალ ხედვას თანაბრად აფასებს. საღამოს შედეგებმა კი კიდევ უფრო გაამძაფრა „ოსკარის“ მოლოდინი, რომელიც 16 მარტსაა ჩანიშნული.
გამარჯვებულები წამყვან კატეგორიებში:
საუკეთესო სამსახიობო ქასთი მხატვრულ ფილმში
მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულება მთავარ როლში
ქალის როლის საუკეთესო შესრულება მთავარ როლში
ქალის როლის საუკეთესო შესრულება მეორეხარისხოვან როლში
მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულება მეორეხარისხოვან როლში
საუკეთესო სამსახიობო ქასთი დრამატულ სერიალში
მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულება სატელევიზიო ფილმში ან მინისერიალში
საუკეთესო სამსახიობო ქასთი კომედიურ სერიალში
მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულება დრამატულ სერიალში
ქალის როლის საუკეთესო შესრულება კომედიურ სერიალში
ქალის როლის საუკეთესო შესრულება სატელევიზიო ფილმში ან მინისერიალში
მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულება კომედიურ სერიალში
ქალის როლის საუკეთესო შესრულება დრამატულ სერიალში
საუკეთესო Stunt Double ქასთი ტელესერიალში
საუკეთესო Stunt Double ქასთი მხატვრულ ფილმში
SAG-AFTRA-ს საპატიო ჯილდო კინემატოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის