Met Gala 2027-ის თემა ცნობილია: ყოველდღიური სამოსი და მისი პოეტიკა
Met Gala 2027-ის ყურადღების ცენტრში მაისურები, ჯინსები და ტრენჩები მოექცევა – სამოსი, რომელსაც დიზაინერები ახალ მნიშვნელობას ანიჭებენ.
ლეგენდარული ფრანგი მსახიობი, სილამაზის ნამდვილი სიმბოლო და მოდის კერპი ეკრანებზე 1964 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ ფრანგული კინოსამყაროს ფავორიტ სახედ იქცა. კატრინ დენევმა არა მხოლოდ შთააგონა მოდელების რამდენიმე თაობა, არამედ მარადიული სტილის ხრიკები დაგვიტოვა, ისეთი, როგორებიც თმის შავი ლენტისა და აბრეშუმის შარფის მორგება და იდეალური ჯინსების არჩევა გახლდათ.
სულ რამდენიმე დღის წინ ფრანგ მშვენებას 78 წელი შეუსრულდა, ქალს, რომელმაც არა მხოლოდ კინემატოგრაფიაში შეიტანა უდიდესი წვლილი, არამედ თავისი პიროვნული შტრიხებით მოდის სამყაროც გაამდიდრა. დღეს წარმოგიდგენთ კატრინის საშემოდგომო სტილის რჩეულ მომენტებს, რომლებიც ნამდვილ კლასიკად იქცა და ათწლეულების შემდეგაც კი ითვლება ინსპირაციის წყაროდ.