#მოდა

სარა პიჯონი ბალენსიაგას კამპანიის სახეა

გაზიარება:

სერიალ Love Story-ს წარმატებამ და კეროლინ ბესეტისა და ჯონ კენედი უმცროსის სიყვარულის ისტორიამ კინოსა და მოდის ინდუსტრიას ორი ახალი ვარსკვლავი – სარა პიჯონი და პოლ ენტონი კელი აჩუქა. მათი წარმატებული მომავლის საუკეთესო დასტური Balenciaga-ს ახალი კამპანიაა, რომლის მთავარი გმირიც სწორედ სარა პიჯონია.

კამპანია სახელწოდებით „A New York Minute: Keep Rolling“ კინემატოგრაფიული ნამუშევარია, რომელიც მანჰეტენის უშრეტი, დაუღალავი ენერგიით არის შთაგონებული. სელინ სონგის რეჟისორობით შექმნილი სერია კინოსა და მოდას შორის არსებულ ზღვარს სრულიად შლის.

სარა პიჯონი, Sarah Pidgeon, სარა პიჯენი ბალენსიაგა

სტატიკური ფოტოების ნაცვლად, ბრენდი ცოცხალ სურათს გვთავაზობს, სადაც ნიუ-იორკი, თავისი გიჟური რიტმითა და სპონტანურობით, ერთ დიდ გადასაღებ მოედნადაა ქცეული. ამ ქაოსის ცენტრში კი სარა პიჯონია, რომლის დახვეწილი გარეგნობა იდეალურად ერგება ბრენდის ახალ ეპოქას.

სარა პიჯონი, Sarah Pidgeon, სარა პიჯენი ბალენსიაგა

მსახიობი ქალაქის რიტმში Balenciaga-ს ყველაზე საკულტო ჩანთებით ერთვება: Rodeo დილის რუტინისთვის, Le City დღის შეხვედრებისთვის და Le 7 Bowling საღამოს ვახშმისთვის.

დრამატულ სილუეტებში გამოწყობილი პიჯონი იისფერი პალტოთი, თავისუფალი სტილის მოკლე შარვლითა და ელეგანტური ნაცრისფერი კაბით ნიუ-იორკის დახვეწილ, თუმცა არაპროგნოზირებად ხასიათს განასახიერებს.

სარა პიჯონი, Sarah Pidgeon, სარა პიჯენი ბალენსიაგა სარა პიჯონი, Sarah Pidgeon, სარა პიჯენი ბალენსიაგა

მიუხედავად იმისა, რომ ეს მაღალი მოდის ბრენდთან მისი პირველი ოფიციალური კამპანიაა, პიჯონის მიმართ წამყვანი მოდის სახლები უკვე დიდ ყურადღებას იჩენენ. ის განსაკუთრებით დაუახლოვდა Chanel-ს და გასული წლის დეკემბერში ბრენდის Métiers d’Art ჩვენებასაც დაესწრო ნიუ-იორკში.

სარა პიჯონი, Sarah Pidgeon, სარა პიჯენი ბალენსიაგა
სარა პიჯონი ბალენსიაგას დიზაინში, SAG Awards 2026-ზე.

მალევე, ის პირველი რიგებიდან აკვირდებოდა Prada-ს Fall/Winter 2026 შოუს მილანში, რასაც პარიზის მოდის კვირეულზე Loewe-ს შოუზე ექსკლუზიური სტუმრის სტატუსი მოჰყვა. ამავე თვის დასაწყისში, სწორედ Loewe-მ შექმნა მისი Met Gala-ს სადებიუტო ლუქიც.

სარა პიჯონი, Sarah Pidgeon, სარა პიჯენი ბალენსიაგა

მიუხედავად იმისა, რომ პიჯონი კარიერის საწყის ეტაპზეა, იგი უკვე იქმნის იმიჯს, რომელიც სტანდარტული მსახიობის ჩარჩოებს სცდება. Balenciaga-ს უახლეს კამპანიაში ის თანამედროვე It Girl-ის ნამდვილი განსახიერებაა – გოგო, რომელსაც მხოლოდ ერთ ამპლუაში ვერასდროს იხილავ, ზუსტად ისე, როგორც თავად ნიუ-იორკია მრავალფეროვანი, ცვალებადი და შეუდარებელი.

ზევით