სწორად იღებთ საკვებ დანამატებს?
საკვები დანამატების სწორად მიღებისთვის მნიშვნელოვანია დრო, საკვებთან კომბინაცია და მათი ერთმანეთთან შეთავსება. გაიგეთ, როდის სჯობს რკინის, მაგნიუმის, თუთიის, ომეგა-3-ისა და ვიტამინების მიღება.
მოდის სამყაროში რებრენდინგი ხშირად რისკთანაა დაკავშირებული, მაგრამ როდესაც ამ ნაბიჯს Marina Rinaldi დგამს, ეს უფრო რევოლუციას ჰგავს. ბრენდმა, რომელიც წლების მანძილზე ქალურობისა და უნაკლო იტალიური ხარისხის სინონიმს წარმოადგენს, თბილისში სრულიად ახალი, ტრანსფორმირებული კოლექცია წარადგინა.
![]() |
|
New Energy, Same DNA
მაღაზიაში წარმოდგენილი ახალი ხაზი პირველივე შეხედვით გვეუბნება, რომ წესები შეიცვალა. Marina Rinaldi-მ შეძლო ის, რაც ბევრს არ გამოსდის - შეინარჩუნა მისთვის დამახასიათებელი განთქმული ხარისხი, ძვირფასი ქსოვილები და სილუეტის არქიტექტურა, თუმცა კოლექციაში დამატებით შემოიტანა ახალგაზრდული მუხტი, რომელიც ფერთა გამასა და სილუეტებში იკითხება.
![]() |
![]() |
Marina Rinaldi ერთ-ერთი პირველი იტალიელი დიზაინერია, რომელმაც 1850 წელს სამოსი არასტანდარტული ზომის, ფორმებიანი ქალბატონებისთვის შეკერა. დღეს ბრენდი კოლექციებს ყველა ასაკის, ზომის, ფორმისა და სტილის მომხმარებლისთვის ქმნის. ახალ კოლექციაში ტრადიციულ ფორმებს თამამი, oversize სილუეტები დაემატა.
ეს არის სამოსი ყველა ასაკის ქალისთვის, რომელიც არ ერგებიან სტანდარტებს და თავად ქმნიან წესებს.
ხაზის წარდგენაც განსხვავებული ფორმით მოხდა. მაღაზიაში მოსულ სტუმრებს ადგილზე ფერების ანალიტიკოსი დახვდათ, რომელმაც მსურველებს ინდივიდუალური ტესტები პერსონალური ფერთა პალიტრის შესარჩევად ჩაუტარა. სპეციალური ტესტი, რომელიც ფერადი ქსოვილებისა და ჩარჩოების დახმარებით კეთდება, შოპინგის პროცესსაც ამარტივებს და გარდერობისთვის ახალი ნივთების სწორად შერჩევაში გვეხმარება.
![]() |
|
მონოქრომული ვიზუალებით დაწყებული, მკვეთრი, ენერგიული ფერებით დასრულებული, ახალი ხაზის ყველა ნივთი იდეალურია ე.წ. Layering-ისთვის, რაც კიდევ უფრო ტრენდულად აქცევს ნებისმიერ ლუქს.
რაც მთავარია, სწორი რებრენდინგის წყალობით, ბრენდმა ჩვეული, ელეგანტური სტილის მიმართულება კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა და ყველა ასაკობრივი კატეგორიის მომხმარებელს მოარგო.
ბოლოს კი გეტყვით, რომ Marina Rinaldi-ის ახალი კოლექციის დათვალიერება თბილისში, ოფიციალური ფრენჩაიზერის, Platano ჯგუფის მაღაზიაში, ჭავჭავაძის გამზირის 46 ნომერშია შესაძლებელი.