#კინო #მოდა

მარგო რობის ლუქი ჯონ გალიანოს არქივიდან

გაზიარება:

ყოველი ახალი ფილმის პრემიერის შემდეგ, მარგო რობი გვაჩვენებს, რომ მეთოდური ჩაცმის დიდოსტატია. ეს ჯერ კიდევ Barbie-ს საკულტო ტურნეს დროს გამოჩნდა. ამიტომ სულაც არ გვიკვირს, რომ „ქარიშხლიანი უღელტეხილის“ ყოველი მომდევნო PR ღონისძიება მოდის ჩვენებას უფრო ჰგავს, ვიდრე სტანდარტულ პრეს-ტურს.

ემილი ბრონტეს და ალბათ, მე-19 საუკუნის ინგლისში არც არავის დაესიზმრებოდა ქეთრინ ერნშო წითელ მაღალყელიან წინდასა და მოკლე ქვედაბოლოში გამოჩენილიყო. თუმცა მარგოსა და მისი სტილისტის, ენდრიუ მუკამალისთვის, თანამედროვე ქეთრინის ესთეტიკა სწორედ ასეთია.

Margot Robbie, Wuthering Heights Photo call, John Galliano, ჯონ გალიანო, ქარიშხლიანი უღელტეხილი, მარგო რობი

მარგო აქტიურად თანამშრომლობს ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა Chanel, Schiaparelli და Thom Browne. მსოფლიო პრემიერაზე სწორედ Schiaparelli-ს ოტ კუტურის კაბა ეცვა. ბოლო ფოტოქოლისთვის კი წითელ ხალიჩაზე მსახიობი ჯონ გალიანოს 1992 წლის გაზაფხულის კოლექციის ლუქით გამოჩნდა.

John Galliano, 1992 collection, ჯონ გალიანო, 1992 წლის კოლექცია Margot Robbie, Wuthering Heights Photo call, John Galliano, ჯონ გალიანო, ქარიშხლიანი უღელტეხილი, მარგო რობი

ლუქის მთავარი გმირი გრძელი პალტო იყო, რომელიც საყელოსა და სახელოებზე ღია ვარდისფერი ბეწვით იყო გაფორმებული. მარგომ თითქმის სრულად გაიმეორა 90-იანების პოდიუმის ლუქი: მოკლე შავი ქვედაბოლო და წითელი წინდები ვარდისფერი ბაფთებით. ეს მეამბოხე, პანკური ენერგია ძალიან კარგად ერწყმის ბრონტესეული სამყაროს ველურ და დაუმორჩილებელ ხასიათს.

ჯეიკობ ელორდი, Jacob Elordi, Margot Robbie, მარგო რობი, ლონდონის Photocall, London Photocall
ჯეიკობ ელორდი და მარგო რობი ლონდონის Photocall-ზე

ერთადერთი თანამედროვე დეტალი, რომელიც სტილისტმა დაამატა, ფეხსაცმელი გახლდათ. მარგომ Manolo Blahnik-ის ვერცხლისფერი მოდელი მოირგო, რამაც არქივულ ლუქს ახალი ელფერი შესძინა.

Margot Robbie, მარგო რობი, Dilara Findikoglu, დილარა ფინდიკოგლუ Margot Robbie, მარგო რობი, Dilara Findikoglu, დილარა ფინდიკოგლუ

სოციალურ ქსელში გავრცელდა მსახიობის ქუჩის სტილის ლუქიც, სადაც მას Dilara Findikoglu-ს 2025 წლის კოლექციის გოტიკური შავი ჯინსი და ყვავილებიანი კორსეტი აცვია. რობიმ ამ ესთეტიკას შეუხამა Paris Texas-ის ფეხსაცმელი, Maison Margiela x Gentle Monster-ის სათვალე და დილარას ჩანთა.

მარგოს სტილიდან გამომდინარე აშკარაა, რომ ფილმისგან ტრადიციულ ისტორიულ დრამას არ უნდა ველოდოთ. მარგო რობის სტილისტი კი თავისი კურირებული ლუქებით გვაჩვენებს, რომ მეთოდური ჩაცმა მაშინ არის ყველაზე საინტერესო, როცა ის მოულოდნელობებითა და თავისუფლებითაა სავსე.

ზევით