ქართულ პარფიუმერულ ბაზარს კიდევ ერთი ლეგენდარული, ფრანგული ბრენდი შემოუერთდა. ნინა რიჩის შვილიშვილის - რომანო რიჩის მიერ შექმნილი ბრენდის - Juliette has a gun ოფიციალური პრეზენტაცია სასტუმრო Radisson RED-ში, ცნობილი სახეების და ინფლუენსერების გარემოცვაში გაიმართა.
ფოტოზე: ხატია შამუგია, ლელა წურწუმია
პარიზსა და გრასს შორის შექმნილი სუნამოს გმირი შექსპირის უკვდავი პერსონაჟის, ჯულიეტას, 21-ე საუკუნისეული ვერსიაა. ის თანამედროვეობას მეტაფორული იარაღით - მაცდური სუნამოთი ევლინება.
ცნობილ ბრენდს საქართველოში უკვე ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. საღამოზე მოწვეული სტუმრების დიდი ნაწილი Juliette has a gun-ის სუნამოების აქტიური მომხმარებელი აღმოჩნდა.
საღამო ბრენდის წარდგენით დაიწყო. ბრენდისა და Estel Georgia-ს შესახებ ინფორმაცია მანიკა ასათიანმა გაგვაცნო, რომელმაც საღამოს წამყვანის ამპლუა მოირგო. მოგვიანებით კი სცენა ცნობილი მოცეკვავის - ანა ლოლაძის გუნდმა დაიკავა და შეკრებილ სტუმრებს რამდენიმე თავბრუდამხვევი ცეკვა შესთავაზა.
ფერადი კოქტეილებით, კლუბური განათება და DJ Anna Sué-ის სეტი ზუსტად იმ განწყობას ქმნიდა, რასაც ფრანგული ბრენდის არომატები გადმოსცემს - ემოციას, რომელიც გაცილებით მეტია, ვიდრე "უბრალოდ კარგი სურნელი".
ფოტოზე: DJ Anna Sué
აღნიშნული ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი, Estel Georgia გახლავთ, რომელიც პორტფოლიოში ათეულობით ექსკლუზიურ ბრენდს აერთიანებს. ზემოთ ხსენებული საღამოს ორგანიზებაც სწორედ ჰოლდინგის ქართული წარმომადგენლობის ანგარიშზეა.
ფოტოზე: ალექსანდრა პაიჭაძე
საღამო ძლიერი და დამოუკიდებელი ადამიანებისთვის, რომლებიც ირჩევენ Juliette Has a Gun-ს - ამ მესიჯის მატარებელი გახლდათ წვეულება, რომლის შემდეგაც ეჭვი არ გვეპარება, რომ ნიშ პარფიუმერიის ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდის მომხმარებელი კიდევ უფრო მეტი ჩვენგანი გახდება.
ქართველი მოდელი სანდრო ვეფხვაძე საერთაშორისო მოდის ინდუსტრიის ყურადღების ცენტრშია. სანდრო Dolce & Gabbana-ს მილანის ჩვენებებაზე ვიხილეთ, მანამდე კი Dior Riviera-ს გლობალურ კამპანიასა და წამყვან ბრენდებთან კოლაბორაციებში.
შეფ ენცო ნერი TheDiary-ს იტალიიდან საქართველომდე განვლილ გზაზე უყვება. ნერი უკვე ადგილობრივი სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის გამორჩეული ფიგურაა. იგი Swissôtel-სა და Mercure Tbilisi-ს სამზარეულოს ხელმძღვანელობს და ქართველ გურმანებს იტალიურ სამზარეულოს აცნობს.