ემა რობერტსის ქორწილი აიდაჰოში
ემა რობერტსი და მსახიობი კოდი ჯონი აიდაჰოში გამართულ კერძო ცერემონიაზე დაქორწინდნენ. პატარძალს Monique Lhuillier-ის სპეციალურად შექმნილი კაბა ეცვა.
იტალიური მოდის სახლი Gucci ფორმულა 1-ის სამყაროს ნაწილი ხდება. 2027 წლის სეზონიდან ბრენდი Alpine Formula One Team-ის პარტნიორი და სატიტულო სპონსორი იქნება. Alpine-ის გუნდი ახალი სახელით Gucci Racing Alpine Formula One Team გამოჩნდება ტრეკზე, ხოლო მრბოლელები Gucci-ს ესთეტიკით შთაგონებული მანქანებით იასპარეზებენ.
თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნება ახალი პლატფორმა Gucci Racing, რომელიც მოდასა და სპორტს გააერთიანებს.
Gucci-ს პრეზიდენტის თქმით, Alpine-თან თანამშრომლობა ბრენდისთვის ახალი ეტაპის დასაწყისია. Alpine-ის წარმომადგენლებიც აღნიშნავენ, რომ პარტნიორობა მოდასა და სპორტს შორის კავშირს კიდევ უფრო გააძლიერებს.
Gucci Racing მხოლოდ Formula 1-ის სარბოლო წრეზე ყოფნას არ ნიშნავს. ეს იმის გამოხატულებაა, თუ ვინ ვართ და რა მასშტაბით გვინდა ბრენდის განვითარება. წინ კიდევ ბევრი საინტერესო ეტაპი გველის, – Francesca Bellettini.
ეს Formula 1-ის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც მაღალი მოდის სახლი გუნდის სატიტულო სპონსორი ხდება. ამ ინოვაციურ პროექტში კი ერთ-ერთი მთავარი ფიგურა Gucci-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი, დემნა გვასალია იქნება.
ფორმულა 1 გლობალური გავლენის მქონე პლატფორმაა, რომლის აუდიტორია სწრაფად იზრდება. ამიტომაც Gucci-სთვის ეს პარტნიორობა ბრენდის ხილვადობისა და გავლენის ზრდისთვის იდეალური შესაძლებლობაა.