2026 წლის ზაფხულში მინიმალიზმი ოფიციალურად უკანა პლანზე გადადის. ეს განსაკუთრებით სამკაულების ტენდენციებში იგრძნობა, სადაც თამამი ფორმები, მკვეთრი ფერები და დიდი ქვები დომინირებს. სეზონის მთავარი აქსესუარი ბეჭედი გახლავთ, რომელიც ყველაზე მარტივ ლუქსაც კი სრულიად ახალ ხასიათს სძენს.

მოცულობითი ბეჭდები, სქელი ფორმებითა და სკულპტურული სილუეტებით, დღეს ყველგან გვხვდება. მათში ერთდროულად არის დრამატულობა, თავისუფლება და ინდივიდუალიზმი. მკვეთრი ქვები, პრიალა მინანქარი და დიდი ფორმები ამ სამკაულებს ხალისიან განწყობას აძლევს და ნებისმიერ ლუქს, ოფიციალურსაც კი, უფრო ცოცხალსა და თავისუფალს ხდის.

როგორც ყოველთვის, ამ სეზონზე ფერებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ზურმუხტისფერი მწვანე, ლურჯი, ვარდისფერი, ნარინჯისფერი და იასამნისფერი აქტუალურია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი ვერცხლთან ან ყვითელ ოქროსთანაა შეხამებული.
იმ ბრენდებს შორის, რომლებმაც ამ ტრენდის ყველაზე საინტერესო ვერსიები შექმნეს, არის ქართული NISSA – ხელნაკეთი სამკაულების ბრენდი, რომელსაც ნიცა მორჩაძე ქმნის. ბრენდის ფერადი ბეჭდები 980 სინჯის ვერცხლით, ცირკონებითა და მინანქრის დეტალებით მზადდება და სეზონის განწყობას იდეალურად გამოხატავს.

პირველი კოლექცია განსხვავებულ ბეჭდებს აერთიანებს. მათ შორისაა ცისფერი მოდელი ვარდისფერი ქვით, სალათისფერი და ყვითელი ტონების კომბინაცია, თეთრი ბეჭედი წითელი ქვით, შავი ბეჭედი მოწითალო დეტალებით და ყვითელ-იასამნისფერი ფერების ნაზავი.
NISSA-ს ბეჭდების აღმოჩენა TheDiary Concept House-შია შესაძლებელი.