#სილამაზე

არომატების „ლეიერინგი“: შექმენით საკუთარი, უნიკალური სურნელი „ეკვივალენცასთან“ ერთად

გაზიარება:

ლუქს ხშირად განწყობის მიხედვით ვირჩევთ, კანის მოვლის რუტინას კი დღის გეგმებს ვუსადაგებთ. ამ ფონზე უცნაურიც არის, რომ იმ ერთი, „განუმეორებელი“ სუნამოს ძიებას ხშირად წლებსაც კი ვანდომებთ. სინამდვილეში კი სრულიად ბუნებრივია, რომ ადამიანი მუდმივად ერთი და იმავე სურნელის ხასიათზე ვერ იქნება. სურნელების ლეიერინგი სწორედ ამ რეალობიდან გამომდინარეობს და დღეს მას მსოფლიოს წამყვანი პარფიუმერები აქტიურად განიხილავენ.

ლეიერინგი, ანუ სხვადასხვა სურნელის თანმიმდევრული დატანა, საშუალებას გვაძლევს, ყოველდღიურად ის არომატი შევარჩიოთ, რომელიც ჩვენს განწყობას ყველაზე მეტად შეესაბამება. ამ ტექნიკით უნიკალური სურნელი კანისა და თმის მისტების, ლოსიონებისა და ზეთების შეხამებით იქმნება. მისი სათავე შუა აღმოსავლეთშია, სადაც სურნელების შერწყმა დიდი ხანია ტრადიციის ნაწილია. დღეს კი ლეიერინგი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა განსხვავებული და პირადი სურნელის შესაქმნელად.

ესპანურ ბრენდ „ეკვივალენცასთან“ ერთად, ჩვენი რედაქცია ლეიერინგისთვის შერჩეულ საუკეთესო პროდუქტებს გთავაზობთ, რომელთა კომბინაციებს უნიკალური სურნელის შექმნა შეუძლია.

შხაპის გელი

ლეიერინგის რიტუალი აბაზანაში შხაპის გელით იწყება, რომელსაც სხეულის ლოსიონი მოჰყვება. ეს სხვა სურნელებისთვის იდეალურ ბაზას ქმნის. შემდეგ, მეტი დატენიანებისა და ბზინვარებისთვის, სხეულის მისტს ვამატებთ, სრულად გამშრალ თმაზე კი თმის მისტს ვისხამთ. საბოლოოდ, ამ რიტუალს სუნამო ასრულებს.

შხაპის გელი, body wash, ეკვივალენცა, Equivalenza, სურნელოვანი შხაპის გელი

შხაპის გელი

CAFÉ

 

სხეულის ლოსიონი

Equivalenza-ს ლოსიონები ჰაეროვანი და ნაზია, თუმცა ინტენსივობითა და მდგრადობით მაინც გამოირჩევა. ლოსიონი ერთდროულად კანის ჰიდრატაციასა და სურნელზე ზრუნავს.

ლოსიონი, ეკვივალენცა, Equivalenza, სურნელოვანი ლოსიონი, Wquivalenza body lotion Monoi

სხეულის ლოსიონი

MONOÏ

Body lotion, ლოსიონი, ეკვივალენცა, Equivalenza, Equivalenza body lotion Tonka

სხეულის ლოსიონი

TONKA

ტანის მისტი

ტანის მისტების არჩევანი დღეს იმაზე მეტია, ვიდრე ოდესმე. თანაც, თუ ადრე მისტს მხოლოდ სასიამოვნო სურნელისთვის ვიყენებდით, ახლა იგი კანის მოვლის ინგრედიენტებითაა გაჯერებული. მაგალითად, Irresistible Praline ნამდვილი აღმოჩენაა მათთვის, ვისაც ტკბილი და დახვეწილი ნოტები იზიდავს, მისი ფორმულა გამდიდრებულია ალოე ვერათი და გვირილით, რაც კანს იდეალურად არბილებს.

ტანის მისტი, სურნელოვანი ტანის მისტი, ტანის მისტი რუჯისთვის, ეკვივალენცა, Equivalenza, irresistible praline,

ტანის მისტი

Praline

ხოლო მათთვის, ვისაც ყვავილოვანი და ნაზი არომატი ურჩევნია, Cherry Blossom საუკეთესო არჩევანია. ალუბლის ყვავილის, ფრეზიასა და შროშანის ჰარმონიული სინთეზი კანს სირბილეს ანიჭებს. ალოე ვერასა და გვირილის ექსტრაქტებით გაჯერებული ეს მისტი კანზე ტოვებს ხავერდოვან შეგრძნებას, რაც ლეიერინგის განუყოფელ ნაწილად აქცევს.

ტანის მისტი, სურნელოვანი ტანის მისტი, ტანის მისტი რუჯისთვის, ეკვივალენცა, Equivalenza, Cherru Blossom body mist

ტანის მისტი

Cherry Blossom

თმის მისტი

ჩვენ გირჩევთ, რომ თმის მისტი თქვენი სურნელოვანი გარდერობის განუყრელ ნაწილად აქციოთ. არ არსებობს იმაზე დიდი კომპლიმენტი, როცა ვინმეს ეხუტებით და ის გეუბნებათ: „საოცარი სურნელი გაქვს“, თმის სუნამო სწორედ ამ ეფექტს ქმნის, რადგან სურნელი თმაზე უფრო ნარჩუნდება, ვიდრე კანზე.

თმის მისტი ჩვეულებრივი სუნამოებისგან იმით განსხვავდება, რომ ის დამატენიანებელ ინგრედიენტებს შეიცავს, რაც თმას სირბილესა და მბზინვარებას სძენს. მაგალითად, Equivalenza-ს თმის მისტები გამდიდრებულია მცენარეული კერატინითა და პროტეინით, რაც უზრუნველყოფს სურნელის ფიქსაციას ისე, რომ თმა არ გამოშრეს ან არ დამძიმდეს.

ერთ-ერთი ფავორიტია Cachemire-ი, რომელსაც მომაჯადოებელი სურნელი აქვს.

თმის მისტი, სურნელოვანი თმის მისტი, ეკვივალენცა, Equivalenza, hair mist cachemire

თმის მისტი

CACHEMIRE

სუნამო

რა თქმა უნდა, როდესაც პარფიუმერიაზე ვსაუბრობთ, პირველად სწორედ სუნამო გვახსენდება. უფრო მდგრადი და ინტენსიური არომატისთვის სწორედ სუნამოა ის ბოლო შტრიხი, რომელსაც სახლიდან გასვლის წინ ვიპკურებთ. მისი არჩევანი მთლიანად თქვენს გემოვნებასა და დღის გეგმებზეა დამოკიდებული.

თუ დღის სურნელს ეძებთ, Soleil Exotique-ი ნამდვილი ეგზოტიკური აფეთქებაა. ატმის, ჟოლოსა და მსხლის ნოტები შროშანის ყვავილოვან სურნელთან ერთიანდება, ვანილის ბაზა კი მას მდგრადობას სძენს. ხოლო მათთვის, ვისაც უფრო ცოცხალი და დახვეწილი არომატები იზიდავს, Citrus Vert-ია საუკეთესოა, რომლის სურნელი კანზე დიდხანს რჩება.

საღამოსთვის ან განსაკუთრებული შეხვედრებისთვის, შეგიძლიათ არჩევანი უფრო ინტენსიურ არომატებზე შეაჩეროთ, როგორიცაა პიკანტური Cardamome Splendide-ი ან Encens Royal-ი.

სუნამო, ეკვივალენცა, Equivalenza, დღის სუნამო, perfume equivalenza Soleil Exotique

დღის სუნამო

SOLEIL EXOTIQUE

Baroque Reverence დახვეწილობის სიმბოლოა. ციტრუსისა და ალუბლის შეხამება მის ფემინურ ხასიათს კიდევ უფრო გამოკვეთს. მამაკაცებისთვის კი გამორჩეული არჩევანია Unlimited Ambition, მანდარინის, ირისისა და ლეღვის ფოთლის ნოტებით. ტყავის ბაზა მას მკაცრ, დახვეწილ და მასკულინურ ხასიათს სძენს.

სუნამო, საღამოს სუნამო, ეკვივალენცა, Equivalenza, perfume cardamome splendide

საღამოს სუნამო

CARDAMOME SPLENDIDE

სუნამო, საღამოს სუნამო, ეკვივალენცა, Equivalenza, Encens Royal

საღამოს სუნამო

ENCENS ROYAL

პარსვის შემდგომი კრემი

მამაკაცის ლეიერინგის რუტინაში განსაკუთრებული ადგილი გაპარსვის შემდგომ ეტაპს უჭირავს. Equivalenza-ს არომატიზებული კრემების ხავერდოვანი ტექსტურა, რომელიც გამდიდრებულია ალოე ვერას ექსტრაქტითა და A და E ვიტამინებით, კანს აგრილებს და აწყნარებს. ეს ფორმულა გაპარსვის პროცესს მაქსიმალურად კომფორტულს ხდის და კანზე დახვეწილ, მასკულინურ სურნელს ტოვებს, რაც ლეიერინგის იდეალური დასაწყისია.

aftershave, პარსვის შემდგომი კრემი, სურნელოვანი პარსვის შემდგომი კრემი, ეკვივალენცა, Equivalenza,

პარსვის შემდგომი კრემი

SEA SPIRIT

aftershave, პარსვის შემდგომი კრემი, სურნელოვანი პარსვის შემდგომი კრემი, ეკვივალენცა, Equivalenza

პარსვის შემდგომი კრემი

DESERT SPIRIT 

დეოდორანტი

Equivalenza-ს დეოდორანტები სასიამოვნო სურნელთან ერთად, უპირველესად, ალუმინისგან თავისუფალი ფორმულით გამოირჩევა. ტრადიციული ანტიპერსპირანტებისგან განსხვავებით, ეს პროდუქტები ფორებს აგრესიულად არ ბლოკავს და კანის ბუნებრივ ბალანსს იცავს. რადგან პროდუქცია პარფიუმერიის ექსპერტების მიერ არის შექმნილი, ის დახვეწილ და მაღალი ხარისხის არომატს გვთავაზობს, რომელიც უსიამოვნო სუნს ეფექტურად ანეიტრალებს, მძიმე ქიმიური მინარევების გარეშე.

დეოდორანტი, ბუნებრივი შემადგენლობა, deodorant, ეკვივალენცა, Equivalenza,

დეოდორანტი

SOFT WHISPER 

დეოდორანტი, ბუნებრივი შემადგენლობა, deodorant, ეკვივალენცა, Equivalenza,

დეოდორანტი

SEA SPIRIT 

ზევით