ესპანური ბრენდი EQUIVALENZA თბილისშია

2026 წლის 7 თებერვალს ქართულ პარფიუმერიულ სამყაროს გამორჩეული ბრენდი შეემატა. ესპანურმა Equivalenza-მ პარფიუმერიის მიმართ განსხვავებული ხედვა შემოიტანა და სურნელს ახალი მნიშვნელობა მიანიჭა. საინტერესო ფილოსოფიითა და კონცეფციით გამორჩეული ბრენდი სუნამოს არა მიუწვდომელ სტატუს-სიმბოლოდ, არამედ ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს.

equovalenza, სუნამო, პაერფუმერია, ნიშ პარფუმერია

Equivalenza 2011 წელს ბარსელონაში დაიბადა. ხმელთაშუა ზღვის სურნელისა თუ ქალაქის ავანგარდულმა ხასიათმა ჩამოაყალიბა ბრენდის ხედვაც, რომელიც შინაარსს უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ვიდრე ფორმას. მარკეტინგული ხმაურის ნაცვლად, აქცენტი მინიმალისტურ დიზაინსა და სურნელის შექმნის ოსტატობაზე კეთდება. ამ მიდგომას ბრენდი ფუფუნების დემოკრატიზაციას უწოდებს, სადაც მთავარი ხარისხი და მომხმარებლის გამოცდილებაა.

equivalenza parfume

Equivalenza-ს სუნამოებს ფრანგი პარფიუმერები ქმნიან

თანამედროვე სამყაროში ერთადერთი და განუმეორებელი სურნელის კონცეფცია ნელ-ნელა იცვლება. დღეს ჩვენ აღარ ვირჩევთ ერთ სუნამოს მთელი ცხოვრების მანძილზე, ნაცვლად ამისა, ვქმნით სურნელოვან გარდერობს – უხილავ შრეებს, რომლებიც ჩვენს ცვალებად განწყობასა და შინაგან მდგომარეობას მიჰყვება.

equivalenza სუნამო

ამ იდეის განსახორციელებლად, Equivalenza-ს გამოცდილი ფრანგი პარფიუმერები ქმნიან კომპოზიციებს, რომლებიც მსოფლიოს წამყვანი მოდის სახლების საკულტო არომატებითაა შთაგონებული, როგორებიცაა D&G Light Blue, YSL Black Opium თუ Narciso Rodriguez For Her Pure Musc. ეს საშუალებას აძლევს თანამედროვე ადამიანს, ატაროს მსოფლიო ტენდენციების დახვეწილი არომატები უფრო პერსონალიზებული და ხელმისაწვდომი გზით.

equivalenza

130-ზე მეტი დასახელების სუნამო სურნელის შერჩევის პროცესს თვითშემეცნების სასიამოვნო რიტუალად აქცევს. ამასთანავე, Equivalenza პარფიუმერიის გარდა თავის მოვლის სრულ ასორტიმენტს გვთავაზობს, რომელიც თმის, სხეულისა და სახის მოვლის საშუალებებსაც აერთიანებს.

Equivalenza-ს ევროპული წარმოება მკაცრად იცავს IFRA-ს სტანდარტებს

equivalenza products

ბრენდის პროდუქციაში შეხვდებით შხაპის გელებს, დეოდორანტებს, ტანის ლოსიონებსა და ხელის კრემებს, რაც არომატის მდგრადობის შენარჩუნების საუკეთესო გზაა. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს თმის მისტები, რომლებიც საყვარელი სუნამოს ნოტებს იმეორებს, თუმცა, კლასიკური სუნამოსგან განსხვავებით, სპეციალურად შექმნილი ფორმულა არ აზიანებს და არ აშრობს თმას, რაც მას ყოველდღიური მოვლის იდეალურ ელემენტად აქცევს.

თავის მოვლის თანამედროვე გაგება წარმოუდგენელია გარემოზე ზრუნვის გარეშე. Equivalenza-ს ევროპული წარმოება მკაცრად იცავს IFRA-ს სტანდარტებს, რაც უსაფრთხოების გარანტიაა. ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება მდგრადი განვითარება და მრავალჯერადი გამოყენების კონცეფციაა.

equivalenza skin care

ბრენდი რევოლუციურია იმითაც, რომ შუშის ფლაკონების განმეორებითი შევსების სისტემა აქვს შემოღებული, რაც გარემოზე მავნე ზემოქმედებას ამცირებს.

ფორმულები 100% ვეგანურია. გამოყენებული ინგრედიენტების 75%-ზე მეტი ბუნებრივი წარმოშობისაა და შექმნის პროცესში არ გამოიყენება ხელოვნური საღებავები. მიკროპლასტიკისა და გამღიზიანებლების გარეშე დამზადებული შემადგენლობა ზრუნავს როგორც კანზე, ისე გარემოზე.

equivalenza

დიდი ხნის განმავლობაში მსოფლიო პარფიუმერიის ბაზარი ორ უკიდურესობად იყო დაყოფილი, ერთ მხარეს ძვირადღირებული ნიშური პარფიუმერია, ხოლო მეორე მხარეს დაბალი ხარისხის სუნამოები. უკვე ათ წელზე მეტია, Equivalenza მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის სურნელს ხელმისაწვდომ ფასად და მსოფლიოს მასშტაბით 600-ზე მეტ ფილიალში არის წარმოდგენილი.

ბრენდის წარმატებაც მარტივ ჭეშმარიტებას ეფუძნება – როდესაც ხარისხი მოლოდინს აჭარბებს, ის ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება.

equivalenza

Equivalenza-ს უკვე შეგიძლიათ ესტუმროთ თბილისი მოლში. უახლოეს პერიოდში ბრენდის ახალი მაღაზიები თბილისის ცენტრალურ უბანში და რუსთავშიც გაიხსნება.

ზევით