ენ ჰეთეუეიმ ლოქდაუნის პერიოდში Covid-19 პანდემიაზე ფილმი „ლოქდაუნი“ გადაიღო. Locked Down-ში, ჰეტეივეისთან ერთად ჩივეტელ ეჯიოფორი მონაწილეობს და მსახიობები ცოლ-ქმრის როლს თამაშობენ. ფილმის მიხედვით ლინდა და პაქსტონი წყვილია, რომელსაც ურთიერთობებში გარკვეული პრობლემები აქვს და გადაწყვეტილი აქვთ ერთმანეთს დაცილდნენ, თუმცა ლოქდაუნის გამო მათ ერთად მოუწევთ ცხოვრება.
ფილმის თრეილერიდან ჩანს, რომ „ლოქდაუნი“ უბრალოდ რომანტიკული დრამა არ არის, არამედ სიუჟეტი უფრო საინტერესოდ ვითარდება და წყვილი ბრილიანტის გატაცებას გადაწყვეტს ლონდონის უნივერმაღიდან - Harrods.
„ლოქდაუნი“ არ არის პირველი ფილმი, რომელიც კარანტინის პერიოდში იქნა გადაღებული და არც პირველი ფილმია კარანტინის შესახებ. ამერიკელმა მომღერალმა და მსახიობმა ზენდაიამ ასევე გადაიღო ფილმი პანდემიაზე სახელწოდებით Malcolm & Marie, ხოლო კეი ჯეი აფამ Songbird.
ქართველი მოდელი სანდრო ვეფხვაძე საერთაშორისო მოდის ინდუსტრიის ყურადღების ცენტრშია. სანდრო Dolce & Gabbana-ს მილანის ჩვენებებაზე ვიხილეთ, მანამდე კი Dior Riviera-ს გლობალურ კამპანიასა და წამყვან ბრენდებთან კოლაბორაციებში.
შეფ ენცო ნერი TheDiary-ს იტალიიდან საქართველომდე განვლილ გზაზე უყვება. ნერი უკვე ადგილობრივი სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის გამორჩეული ფიგურაა. იგი Swissôtel-სა და Mercure Tbilisi-ს სამზარეულოს ხელმძღვანელობს და ქართველ გურმანებს იტალიურ სამზარეულოს აცნობს.