#კინო #მოდა

„ეშმაკი ატარებს პრადას 2“: როგორ გამოვეწყოთ 30 აპრილის პრემიერისთვის

გაზიარება:

საქართველოს დიდ ეკრანებზე „ეშმაკი ატარებს პრადა“ მეორე ნაწილით 30 აპრილს ბრუნდება. სანამ გავიგებთ, როგორ უმკლავდება მირანდა პრისლი TikTok-ის ეპოქას, დროა გავიხსენოთ, სად დავტოვეთ ჟურნალ Runway-ს გუნდი 20 წლის წინ. ხოლო მათთვის, ვინც პრემიერაზე გამორჩეულად ჩაცმას გეგმავს, TheDiary საუკეთესო საპრემიერო ლუქისთვის ინსპირაციასაც გიზიარებთ.

ეშმაკი ატარებს პრადას 2, The Devil Wears Prada 2, საპრემიერო ლუქები, 30 აპრილი, პრემიერა საქართველოში

თითქმის 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ენდი საქსმა (ენ ჰეთეუეი) ჟურნალ Runway-ს ოფისში პირველად შედგა ფეხი. ჟურნალისტის კარიერაზე მეოცნებე ენდი Runway-ს მთავარი რედაქტორის, მირანდა პრისლის (მერილ სტრიპი) უმცროს ასისტენტად იწყებს მუშაობას. მიუხედავად იმისა, რომ ენდი მოდაში საერთოდ ვერ ერკვევა, ის მაინც ახერხებს ამ ქაოსში გადარჩენას და მირანდასთვის ერთ-ერთი გამორჩეული თანამშრომელიც კი ხდება.

ეშმაკი ატარებს პრადას 2, The Devil Wears Prada 2, საპრემიერო ლუქები, 30 აპრილი, პრემიერა საქართველოში

ჟურნალის არტ დირექტორის, ნაიჯელის (სტენლი ტუჩი) დახმარებით ენდი თავის არც ისე მოდურ სტილს ვინტაჟურ Chanel-ზე ცვლის და ნელ-ნელა მირანდას მთავარ ასისტენტს, ემილის (ემილი ბლანტი) და Runway-ს სხვა გოგონებს ემსგავსება. Runway-ს რიტმი მის პირად ცხოვრებას სრულად შთანთქავს, რაც შეყვარებულ ნეითთან და ახლო მეგობრებთან დაძაბულობას იწვევს. ენდი სამსახურში მწვერვალისკენ მიიწევს, პირადი ურთიერთობები კი თავზე ემსხვრევა.

ეშმაკი ატარებს პრადას 2, The Devil Wears Prada 2, საპრემიერო ლუქები, 30 აპრილი, პრემიერა საქართველოში

თუმცა, Runway-შიც მალევე იჩენს თავს პრობლემები. მირანდას სახლში მომხდარი უხერხული შემთხვევის შემდეგ ენდის სამსახურიდან გაგდება ემუქრება. მირანდა მას პირდაპირ არ ათავისუფლებს, არამედ შეუძლებელ მისიას აკისრებს. ენდიმ ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი „ჰარი პოტერის“ ახალი წიგნები უნდა იშოვოს. საქსი შეუძლებელს ახერხებს და მირანდას ნდობას საბოლოოდ იმსახურებს.

ეშმაკი ატარებს პრადას 2, The Devil Wears Prada 2, საპრემიერო ლუქები, 30 აპრილი, პრემიერა საქართველოში

სწორედ ამ მომენტიდან, მირანდა ენდიში საკუთარი თავის დანახვას იწყებს და მაშინვე ხვდება, რომ ენდი წარმატებული კარიერისთვის ყველაფერს გააკეთებს. ამ ამბიდან მალევე, Runway-ს ამერიკული რედაქცია პარიზის მოდის კვირეულზე მიდის, სადაც ემილის ნაცვლად მირანდას ენდი მიჰყავს.

ეშმაკი ატარებს პრადას 2, The Devil Wears Prada 2, საპრემიერო ლუქები, 30 აპრილი, პრემიერა საქართველოში

პარიზში ენდი ხედავს, თუ როგორია სინამდვილეში მაღალი მოდის სამყარო, სადაც დაუნდობელი წესებით თამაშობენ. ენდი ხვდება, რომ ამ სფეროში წარმატება ძვირი შეიძლება დაუჯდეს, ამიტომ სანამ ძალიან გვიან არ არის, გადაწყვეტს დატოვეს Runway-ს ბრჭყვიალა სამყარო.

ახალ ფილმში კი პერსონაჟები ისეთ რეალობაში ამოყოფენ თავს, სადაც TikTok-ი უფრო გავლენიანია, ვიდრე მოდის ჟურნალები. ენდი Runway-ში ბრუნდება, რათა მირანდასა და ნაიჯელს ჟურნალის გადარჩენაში დაეხმაროს. იმ ბრენდს კი, რომელზეც ახლა ჟურნალის ბედია დამოკიდებული, არც მეტი, არც ნაკლები, ემილი ჩარლტონი ხელმძღვანელობს.

ზევით