ილია თოფურია VS ჯასტინ გეიჯი: ისტორიული ბრძოლა თეთრ სახლში
ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში შეხვდებიან ერთმანეთს. ისტორიული ღონისძიება თეთრ სახლში გაიმართება და მსუბუქი წონის ჩემპიონის ვინაობას გაარკვევს.
| ანა ციხელაშვილი |

სიყვარული ისეთი რამაა, რომლის სრულყოფილად გადმოცემა სიტყვებით ხშირად შეუძლებელია. როცა ფრაზები საკმარისი აღარ არის, საყვარელ ადამიანს ათასგვარი ჟესტით შეგიძლიათ უთხრათ „მიყვარხარ“: მოულოდნელად მირთმეული ყვავილებით, ყოველდღიური ზრუნვით თუ იმ განსაკუთრებული სამკაულის ჩუქებით, რომელიც მან ერთხელ, ვიტრინასთან ჩავლისას შენიშნა.
მიყვარხარზე მეტის თქმაც მინდება, მაგრამ მეტს ვერ ვიგონებ და არც მოუგონიათ, – დათა ჩაჩუა.

საჩუქრის ჩუქება სიყვარულის ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე და გავრცელებული ენაა. სწორედ ამიტომ, ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით, TheDiary-მ და საიუველირო ბრენდმა „დელფოსმა“ სიყვარულის გამორჩეული ამბის მოყოლა გადაწყვიტა, რომლის მთავარი გმირებიც მსახიობები – მარიამ გოგოლაძე და დათა ჩაჩუა არიან.

როცა გიყვარს, მიწაზე ძალიან მსუბუქად დადიხარ და აღმატებულად გრძნობ თავს, – მარიამ გოგოლაძე.
„დელფოსის“ კოლექციები იმ ადამიანებისთვის იქმნება, რომლებიც სამკაულში შინაგანი სამყაროს ანარეკლს ეძებენ. ამიტომ სამკაულების შერჩევა თქვენი საყვარელი ადამიანის სხვა ფორმაში ძიებას ჰგავს. ყველაზე მეტად სიყვარული კი ცოდნაში გამოიხატება – როცა იცი რომელი სამკაულის დანახვა გააღიმებს შენს რჩეულს.

ყველაზე დიდი ყურადღება პატარა დეტალების დამახსოვრებაში გამოიხატება. როცა ბეჭედზე უბრალოდ იტყვი, რა ლამაზიაო, შეყვარებულ ადამიანს ეს დაამახსოვრდება და მოგვიანებით საჩუქრად მოგიტანს, – მარიამ გოგოლაძე.
„დელფოსი“ არ არის მხოლოდ მულტიბრენდული სივრცე – ეს არის ადგილი, სადაც ოქროსა და ბრილიანტების კოლექციები თვითგამოხატვის გზად იქცევა. ბრენდის ხედვა ზუსტად პასუხობს მათ სურვილებს, ვისთვისაც სამკაული ხასიათისა და ინდივიდუალური სტილის განუყოფელი ნაწილია.
![]() |
![]() |
ბრენდის მრავალფეროვნების საწყისი კი მის საერთაშორისო კავშირებშია. დაარსების დღიდან კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს იტალიის საიუველირო საგამოფენო ჯგუფთან (Italian Exhibition Group) და წელიწადში ორჯერ სტუმრობს Vicenzaoro-ს პრესტიჟულ შოუს. სწორედ იტალიის გულში შერჩეული კოლექციები ხვდება თბილისისა და ბათუმის ფილიალებში.

განსაკუთრებით აღსანიშნავია 2018 წლიდან დაწყებული პარტნიორობა Oroarezzo International Jewelry Exhibition-თან. ამ კოლაბორაციის შედეგად, ქართველმა მომხმარებელმა გაიცნო პრემიუმ კლასის 18-კარატიანი ოქროსა და ბრილიანტის ისეთი გამორჩეული ბრენდები, როგორებიცაა Graziella Luxury და Artlinea. ტოსკანის ქალაქ არეცცოში შექმნილი ნამუშევრები დღეს უკვე ხელმისაწვდომია როგორც „გალერეა თბილისსა“ და „სითი მოლში“, ისე ბრენდის ონლაინ პლატფორმაზე.
![]() |
![]() |
დღეს „დელფოსი“ ექვს ფილიალს აერთიანებს და მომხმარებელს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების საუკეთესო ნაწარმს სთავაზობს. ბრენდებს შორის შეხვდებით Roberto Bravo 935 Silver-ს, მარადიულად ელეგანტურ Venezia Classica-ს, ასევე Arezzo Oro Italiano-ს, Bikkembergs-ს, Parker-სა და Corte Murrina-ს.

საერთაშორისო აღიარების პარალელურად, კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესია ეროვნული იდენტობა. ბრენდის ქართულ საწარმოში პროფესიონალი იუველირები ქმნიან განსაკუთრებულ ოქროს ნაკეთობებს, ტრადიციულ ჯვრებსა და ინიციალიან ყელსაბამებს. ამავდროულად, „დელფოსში“ შეხვდებით ქართული ფერწერისა და არქეოლოგიის მოტივებზე თითბერში გაცოცხლებულ დიზაინებს.
როცა გიყვარს თვალები გიბრწყინდება და გაქვს განცდა, რომ უფრო კეთილი და თბილი ხდები, – მარიამი.
TheDiary-ს ახალი გარეკანი ბრენდის ფილოსოფიას სიყვარულის პრიზმიდან გვიჩვენებს. მარიამი და დათა თავიანთი ბუნებრივი ქიმიით აცოცხლებენ იმ უხილავ ემოციებს, რომლებსაც „დელფოსის“ ნაკეთობები კიდევ უფრო უსვამს ხაზს.
