#COVERSTORY #მოდა

THEDIARY COVER STORY: ნინო ელიავა და „დელფოსის“ სამკაულების სამყარო

გაზიარება:

2026 წლის მთავარი ტრენდი საკუთარი თავის ხელახალი აღმოჩენაა. სამკაული აღარ არის მხოლოდ აქსესუარი, არამედ ის თქვენი პერსონალური ისტორიისა და ემოციების მანიფესტაციაა. სწორედ ამ ფილოსოფიას აცოცხლებს TheDiary-ს ახალი ქავერ სთორი, რომლის მთავარ გმირად ანტერპრენერი ნინო ელიავა გვევლინება.

ნინოს შინაგანი სამყარო და ხედვა ორგანულად უკავშირდება სამკაულების ბრენდ „დელფოსის“ ისტორიას, რომელშიც ხარისხი და უნიკალურობა განუყოფელი ცნებებია. ამიტომ, TheDiary-ს არჩევანი „დელფოსზე“ შემთხვევითი არ არის.

მე ყოველთვის მინდა, რომ როგორი ხედვაც მაქვს, ისე გავალამაზო სამყარო და შევავსო სხვისი სამყარო ჩემი სილამაზით, – ნინო ელიავა.

ნინო ელიავა, სამკაული, დელფოსი ნინო ელიავა, სამკაული, დელფოსი

მულტიბრენდული სივრცე „დელფოსი“ ქართველ მომხმარებელს არა უბრალოდ ოქროსა და ბრილიანტს, არამედ საიუველირო ხელოვნების გამორჩეულ ნიმუშებს სთავაზობს. ბრენდისთვის თითოეული ნაკეთობა თვითგამოხატვის საშუალებაა, მასთან ერთად კი სამკაული პიროვნული ტრანსფორმაციის მექანიზმი ხდება.

სამკაული ყოველთვის მეხმარება, გამოვხატო საკუთარი ხასიათი და „მე“, რომელიც იმ მომენტში, იმ დროს ვარ, როცა მიკეთია, – ნინო ელიავა.

ნინო ელიავა, დელფოსი, სამკაული, more is love

არაფერი საუბრობს ადამიანის შინაგან მდგომარეობაზე იმაზე უკეთ, ვიდრე მისი არჩევანი, თუ როგორ წარუდგენს საკუთარ თავს სამყაროს.

სამკაულს ადამიანზე ძალიან ბევრი რამის თქმა შეუძლია. როცა დიდი ზომის და ჭარბ სამკაულს ვატარებ, ალბათ, შიგნიდან ცარიელი ვარ და გარედან ვავსებ, ხოლო როცა ნაკლები მიკეთია – შინაგანად უფრო სავსე ვარ და დაბალანსება აღარ მჭირდება, – ნინო ელიავა.

ნინო ელიავა, დელფოსი, სამკაული, more is love დელფოსი, სამკაული, ნინო ელიავა

„დელფოსის“ კოლექციები ზუსტად პასუხობს ყველა იმ ადამიანის სურვილს, ვინც ამ სამკაულს ატარებს. ბრენდის მრავალფეროვნების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი საერთაშორისო კავშირებია. „დელფოსი“ დაარსების დღიდან თანამშრომლობს იტალიის საიუველირო საგამოფენო ჯგუფთან (Italian Exhibition Group) და წელიწადში ორჯერ სტუმრობს Vicenzaoro-ს შოუს. სწორედ იქ, იტალიის გულში ირჩევა კოლექციები, რომლებიც შემდეგ თბილისისა და ბათუმის ფილიალებში ევროპულ და ამერიკულ ტენდენციებს ამკვიდრებს. ის შთაგონება კი, რომელსაც ეს ნაკეთობები იძლევა, მფლობელს საკუთარი თავისა და გარე სამყაროს კვლევაში ეხმარება.

ძალიან ზუსტი ხედვა მაქვს იმის, თუ როგორი უნდა იყოს კადრი. ის ფილმები, მოგზაურობები, წიგნები, რაც მავსებს, მაძლევს ხედვას და შემიძლია გამოვიყენო ჩემს საქმესა და ჩემს სამყაროში, – ნინო ელიავა.

ნინო ელიავა, დელფოსი, სამკაული, more is love

აღნიშვნის ღირსია 2018 წლიდან დაწყებული პარტნიორობა Oroarezzo International Jewelry Exhibition-თან. ამ კოლაბორაციის შედეგად, ქართველმა მომხმარებელმა გაიცნო პრემიუმ კლასის 18k ოქროსა და ბრილიანტის ისეთი ბრენდები, როგორებიცაა Graziella Luxury და Artlinea. ამ ბრენდების ნამუშევრები ტოსკანის ქალაქ არეცცოში იქმნება და ახლა უკვე „გალერეა თბილისში“, „სითი მოლსა“ და ონლაინ პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი.

კომპანია 6 ფილიალს აერთიანებს და მომხმარებელს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების საუკეთესო ნაწარმს სთავაზობს. ბრენდებს შორისაა Roberto Bravo, რომელიც მათთვისაა, ვინც ხელოვნებას აფასებს, მარადიულად ელეგანტური Venezia Classica, Arezzo Oro Italiano, Bikkembergs, Parker თუ Corte Murrina.

ნინო ელიავა, დელფოსი, სამკაული, more is love ნინო ელიავა, დელფოსი, სამკაული, more is love

ბრენდისთვის საერთაშორისო კავშირებთან ერთად, ეროვნული იდენტობაც მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, „დელფოსის“ ქართულ საწარმოში პროფესიონალი იუველირები ოქროს განსაკუთრებულ ნაკეთობებს ქმნიან. ქართული წარმოების ჯვრებმა და ინიციალების ყელსაბამებმა უკვე მოიპოვეს ქართველი მომხმარებლის აღიარება, ხოლო თითბერში გაცოცხლებული ქართული მხატვრობისა და არქეოლოგიის დიზაინები უცხოელი ვიზიტორების ფავორიტად იქცა.

ქართული საწარმოს განვითარებასთან ერთად, სამომავლო გეგმის ნაწილია ციფრული ტრანსფორმაცია. ონლაინ მომსახურება, მუდმივი სიახლეები და უმაღლესი ხარისხის გარანტია გახლავთ ის კომპონენტებია, რაც ბრენდს მომხმარებლისთვის კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.

ნინო ელიავა, დელფოსი, სამკაული, more is love

„დელფოსი“ აგრძელებს განვითარებას და გვპირდება კიდევ უფრო მეტ სიახლეს, რათა თითოეულმა ადამიანმა მათ მრავალფეროვან კოლექციებში საკუთარი ინდივიდუალიზმი აღმოაჩინოს. ბრენდის მიზანი კი იმ გრძნობის გაჩენაა, რომელსაც სწორად შერჩეული სამკაული გვანიჭებს, რადგან ნამდვილი სილამაზე ყოველთვის იქ იწყება, სადაც ადამიანი საკუთარ ბედნიერებას პოულობს.

ნინო ყველაზე ლამაზია, როცა ბედნიერია, – ნინო ელიავა.

ზევით