ემა რობერტსის ქორწილი აიდაჰოში
ემა რობერტსი და მსახიობი კოდი ჯონი აიდაჰოში გამართულ კერძო ცერემონიაზე დაქორწინდნენ. პატარძალს Monique Lhuillier-ის სპეციალურად შექმნილი კაბა ეცვა.
გაზაფხულის პირველი თვე სითბოს, სიყვარულის, ახალი ენერგიისა და სიახლის პერიოდია. სწორედ ახლაა იდეალური მომენტი გარეგნობის, გონებისა თუ გარდერობის გასაახლებლად.
გაზაფხულის, როგორც სიახლეების საწყისის იდეა ჩვენს გარეკანზე ანი ბებიამ და ილო ბეროშვილმა გააცოცხლეს. მსახიობები Geox x TheDiary Cover Story-ს მთავარი გმირები არიან.

გაზაფხული არამარტო აჩქარებს ცხოვრების რიტმს, არამედ იმხელა ენერგიას გაძლევს, ყველაფრის თავიდან დაწყება გინდება. მიყვარს გაზაფხული, – ანი.
ანი და ილო მხოლოდ სიყვარულში კი არა, საქმეშიც პარტნიორები არიან. ორივე მსახიობია, მუდმივად სავსე შემოქმედებითი იდეებითა და ახალი პროექტებით, თუმცა მათთვის ყველაფრის ცენტრში მაინც ოჯახი და ერთად გატარებული დროა.

ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი ჰობი ბავშვებთან ერთად ან ცალკე კუს ტბაზე სეირნობაა, – ილო.
ორი შვილის აღზრდის პარალელურად, ისინი ახერხებენ ბალანსის პოვნას აქტიურ სამუშაო გრაფიკსა და სახლს შორის – ამას კი მზრუნველობით, იუმორითა და სიყვარულით აკეთებენ. ამ აქტიური ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, კომფორტი და ხარისხი მათი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.

სწორედ ამიტომ ირჩევენ ისინი Geox-ს – ბრენდს, რომელიც კომფორტს, სილამაზეს და თანამედროვე დიზაინს აერთიანებს.
ჩემი ლუქის აწყობა იწყება ფეხსაცმლით, შემდეგ მოჰყვება ტანსაცმელი, აქსესუარები კი ყველაფერს აგვირგვინებს, – ანი.

ფეხსაცმელი, გარდა იმისა რომ უნდა მოგწონდეს, მნიშვნელოვანია რომ კომფორტული იყოს. Geox-ი კი სტილთან ერთად კომფორტს ანიჭებს დიდ მნიშვნელობას, – ილო.

შემთხვევითი არ არის, რომ გასულ წელს Geox-ი საქართველოში #1 „ოქროს ბრენდად“ დასახელდა. გამძლე მასალებითა და მდგრადი განვითარებისკენ სწრაფვით, Geox-ი გვთავაზობს ინოვაციას და ზრუნავს როგორც ზრდასრულების, ისე ბავშვების კომფორტზე.
Shoes: #GEOX
Hair & MUA: @dessange.saburtalo