ჯადოსნური ქარავნის, ფერადი ილუსტრაციების, სასაჩუქრე ბარათებისა და სანტას პოსტერების გარეშე არ არსებობს Coca-Cola. თვითონ Coca-Cola-ს გარეშე კი, ახალი წლის დღესასწაული უბრალოდ წარმოუდგენელია. ბრენდი, რომელმაც ბავშვობა გაგვილამაზა და სადღესასწაულო მაგიის რწმენა ჩაგვინერგა, კომპანია, რომელმაც გვასწავლა, რომ ოცნებები ხდება, საჭიროა ძლიერ გვჯეროდეს მათი, ინსპირაციული გზავნილების შექმნას თითქმის საუკუნის წინ შეუდგა.
Coca-Cola-ს პოსტერი 1931 წელი
რა თქმა უნდა, Coca-Cola დღესაც აქტიურად აგრძელებს საშობაო/საახალწლო კამპანიას და არა ერთ სადღესასწაულო ვიდეორგოლს გვიზიარებს შთამაგონებელი ტექსტითა და დასამახსოვრებელი მუსიკით. თუმცა, საუკუნის წინ ალბათ ამ ყველაფერს კიდევ უფრო განსხვავებული მუხტი ჰქონდა. მაშინ, როდესაც სარეკლამო პოსტერებზე ჰადდონ სანდბლომის სანტა პირველად გამოჩნდა და ათწლეულები საზოგადოებას საახალწლო განწყობას უქმნიდა.
პირველი სადღესასწაულო პოსტერი ჰადდონმა 1931 წელს შექმნა - პირველი „ადამიანური“ სანტა, 6 ფუტის სიმაღლის მამაკაცი მოციმციმე თვალებით. ამ პერიოდში სანდბლომმა მოდელად პენსიაზე გასული გაყიდვების მენეჯერი გამოიყენა. მოდელის გარდაცვალების შემდეგ, მხატვარ-ილუსტრატორი დიდხანს ეძებდა მის შემცვლელს. ერთხელაც მეგობარმა ჰადდონს ურჩია, რომ სანტასთვის საკუთარი სახე გამოეყენებინა და მხატვარმა ამ გზას მიმართა.
Coca-Cola-ს პოსტერი 1933 წელი
3 ათწლეულის განმავლობაში, 60-იან წლებამდე ჰადდონ სანდბლომი ყოველწლიურად ქმნიდა Coca-Cola-ს სარეკლამო პოსტერებს. სწორედ სანტა კლაუსის მისეულმა ხედვამ, მისმა დამაჯერებლობამ და ენთუზიაზმმა შექმნა კონცეფცია, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო.
ქართველი მოდელი სანდრო ვეფხვაძე საერთაშორისო მოდის ინდუსტრიის ყურადღების ცენტრშია. სანდრო Dolce & Gabbana-ს მილანის ჩვენებებაზე ვიხილეთ, მანამდე კი Dior Riviera-ს გლობალურ კამპანიასა და წამყვან ბრენდებთან კოლაბორაციებში.
შეფ ენცო ნერი TheDiary-ს იტალიიდან საქართველომდე განვლილ გზაზე უყვება. ნერი უკვე ადგილობრივი სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის გამორჩეული ფიგურაა. იგი Swissôtel-სა და Mercure Tbilisi-ს სამზარეულოს ხელმძღვანელობს და ქართველ გურმანებს იტალიურ სამზარეულოს აცნობს.