ემა რობერტსის ქორწილი აიდაჰოში
ემა რობერტსი და მსახიობი კოდი ჯონი აიდაჰოში გამართულ კერძო ცერემონიაზე დაქორწინდნენ. პატარძალს Monique Lhuillier-ის სპეციალურად შექმნილი კაბა ეცვა.
ქართული ბრენდის CHRONOS ფილოსოფია სამ ელემენტს ეფუძნება: ხასიათი, ხარისხი და ემოცია. ეს სამი რამ სძენს ბრენდს განსაკუთრებულობას და აკავშირებს ქართულ ისტორიასთან, რომელიც თანამედროვეობაშიც არ კარგავს აქტუალობას.

CHRONOS-ის სამკაულის ხასიათი ქართული კულტურული მემკვიდრეობიდან იღებს სათავეს. ბრენდის შთაგონების წყაროა ის ისტორია, რომელიც სამ ათასწლეულს ითვლის და დღემდე საქართველოს მუზეუმებში ინახება. თითოეულ ნივთში კონკრეტული ეპოქის სახე იკითხება და კოლექციის ყოველი დიზაინი თავისი ამბით გამოირჩევა, რაც სამკაულს სილამაზესთან ერთად მნიშვნელობას და ემოციურ ღირებულებასაც მატებს.
„CHRONOS სამკაულის ემოციის წყარო ძველისა და ისტორიულის თამამი და ახლებური ადაპტაციაა“.

ბრენდისთვის ხარისხი ყველა დეტალში აისახება – დიზაინიდან დაწყებული, შესრულებითა და შეფუთვით დასრულებული. საბოლოდ კი, CHRONOS ქმნის ქართულ პროდუქტს, რომელიც საერთაშორისო მაღალი ხარისხის სტანდარტებს შეესაბამება.
ბრენდის ფილოსოფიის ნაწილია ემოცია, რომელიც ძველი ელემენტების თანამედროვე ხედვით გადმოცემით აღიძვრება.
![]() |
![]() |
„ჩვენი მიზანი არ არის მომხმარებლის კმაყოფილება. ჩვენი მიზანი მისი აღფრთოვანებაა.“
თითოეულ სამკაულს თან ახლავს ორენოვანი ანოტაცია (ქართულად და ინგლისურად), სადაც ყველაფერია ნათქვამი შთაგონების წყაროზე, აღმოჩენის ადგილზე, დათარიღებასა და მხატვრულ ღირებულებაზე.
კოლექცია ხელნაკვეთია და 925 სინჯის ვერცხლში, 24K მოოქროვებითაა დამზადებული. თითოეული ნივთი როდირებულია, რაც მას პირვანდელ ბრწყინვალებას უნარჩუნებს. გამოყენებულია ბუნებრივი ქვები და ცივი მინანქრის დეტალები.
CHRONOS-ის კოლექციის ბეჭდები, სამაჯურები, საყურეები, გულსაკიდები და ბროშები შეგიძლიათ The Diary Concept House-ში იხილოთ.