ილია თოფურია VS ჯასტინ გეიჯი: ისტორიული ბრძოლა თეთრ სახლში
ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში შეხვდებიან ერთმანეთს. ისტორიული ღონისძიება თეთრ სახლში გაიმართება და მსუბუქი წონის ჩემპიონის ვინაობას გაარკვევს.
მოდის სამყაროში ახალი სახეები ხშირად სწრაფად იპყრობენ ყურადღებას და საკუთარ ადგილს მალევე იმკვიდრებენ. ანო შენგელია, TheDiary-ის აღმოჩენა, სწორედ ასეთი სახეა. სულ რამდენიმე თვეში მან ლოკალური მოდელის სტატუსიდან გლობალურ სცენაზე გადაინაცვლა.
ანო მშობლიურ გარემოს Equivalenza-ს კამპანიის სახედ დაუბრუნდა.
ბრენდი, რომელიც 2011 წელს ესპანეთში დაარსდა, პარფიუმერულ ინდუსტრიაში მკაფიო მისიით გამოჩნდა. წლების განმავლობაში საკულტო მოდის სახლების არომატები მიუწვდომელ ფუფუნებასთან ასოცირდებოდა, Equivalenza-მ კი ეს მიდგომა რადიკალურად შეცვალა.

ფრანგ პარფიუმერებთან თანამშრომლობით, ბრენდი ქმნის მაღალი ხარისხის სუნამოებს, სხეულისა და თმის მოვლის საშუალებებს, რომლებიც ისეთი ლეგენდარული ბრენდების ოლფაქტორულ პროფილებს იმეორებენ, როგორებიცაა Chanel, Dior თუ YSL.
ბრენდის ფილოსოფია მარტივია: ფუფუნება არ უნდა იყოს პრივილეგია. ის უნდა იყოს ხარისხიანი გამოცდილება, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია.
ესპანური ბრენდის ქართული კამპანია MarketingHub-მა განახორციელა, რომელიც ანო შენგელიას სტილსა და Equivalenza-ს ფილოსოფიას ზუსტად ასახავს.

ანო, ჩვენი ბოლო ინტერვიუდან ერთი წელი გავიდა. რა პროფესიული სიახლეებია სამოდელო კარიერაში?
ანო: ბოლო წელი ჩემთვის მნიშვნელოვანი და გარდამტეხი აღმოჩნდა. ერთ წელზე მეტია, რაც საერთაშორისო მოდის ინდუსტრიაში აქტიურად ჩავერთე. მქონდა არაერთი საინტერესო პროექტი და მოგზაურობა, მათ შორის ტოკიოში მუშაობის პერიოდი, რამაც ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. ამ დროის განმავლობაში ბევრად დავიხვეწე როგორც პროფესიულად, ისე პიროვნულად.

როგორია იაპონური სამოდელო სამყარო?
ანო: ტოკიო ერთ-ერთი ყველაზე რთული, მაგრამ ამავე დროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. იაპონურ სამოდელო სფეროში ტემპიც მაღალია და მოთხოვნებიც. მოდელებს დატვირთული გრაფიკი აქვთ, კასტინგები კი ერთმანეთის მიყოლებით, მაღალი კონკურენციის ფონზე მიმდინარეობს. თავიდან ადაპტაცია გამიჭირდა, განსხვავებული კულტურა, ტემპი და სამუშაო სტილი გამოწვევა იყო ჩემთვის. იყო მენტალურად და ფიზიკურად დამღლელი მომენტებიც, მაგრამ სწორედ ამან მასწავლა გამძლეობა და დისციპლინა.
ვიცით, რომ მატილდა გვარლიანთან ერთად მოგიწიათ მუშაობა. როგორი იყო ეს გამოცდილება?
ანო: ჩვენ ლონდონში გადავიკვეთეთ. მატილდასთან თანამშრომლობა საინტერესო აღმოჩნდა, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელია. ამავდროულად, ძალიან თბილი და უშუალოა, რაც მუშაობას განსაკუთრებით კომფორტულს ხდის. ასეთ გამოცდილ პროფესიონალთან ერთად გადასაღებ მოედანზე ყოფნა ნამდვილად დიდი სკოლაა.

ესპანური ბრენდის Equivalenza კამპანიის სახე ხართ. რას ნიშნავს ეს თქვენთვის მაშინ, როცა ბრენდი ქართულ ბაზარზე პირველ ნაბიჯებს დგამს?
ანო: Equivalenza-ს კამპანიის სახედ ყოფნა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა. ყოველთვის განსაკუთრებულია, როცა ადგილობრივ ბაზარზე ბრენდთან თანამშრომლობ და მისი ისტორიის ნაწილად იქცევი. მიხარია, რომ ამ პროცესში ჩემი წვლილი შემაქვს, მათ კი ულევ წარმატებას ვუსურვებ!
რა იყო ბოლო გადაღების კონცეფცია და როგორი იყო პროცესი?
ანო: ბოლო გადაღება ემოციურ და მინიმალისტურ ესთეტიკაზე იყო დაფუძნებული. კონცეფცია აქცენტს ბუნებრივ სილამაზესა და ხასიათის გამოხატვაზე აკეთებდა. პროცესი საკმაოდ ინტენსიური, თუმცა სასიამოვნო გამოდგა. მიყვარს, როცა გუნდი ერთიანი იდეის უკეთ გადმოსაცემად შეთანხმებულად მუშაობს.

რა მიზნები და გეგმები გაქვთ 2026 წლისთვის?
ანო: ჩემი მთავარი მიზანი საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო მეტად წარმოჩენა და დიდ პროექტებში მონაწილეობაა. ასევე ძალიან მინდა Runway მიმართულებითაც ვცადო ძალები, რადგან მსგავსი პრაქტიკა აქამდე არ მქონია. ზოგადად, მსურს ნაბიჯ-ნაბიჯ გავიზარდო და დავამტკიცო, რომ ამ სფეროში განსხვავებული სტანდარტებითაც შეიძლება წარმატების მიღწევა