ილია თოფურია VS ჯასტინ გეიჯი: ისტორიული ბრძოლა თეთრ სახლში
ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში შეხვდებიან ერთმანეთს. ისტორიული ღონისძიება თეთრ სახლში გაიმართება და მსუბუქი წონის ჩემპიონის ვინაობას გაარკვევს.
ინფლუენსერებისა თუ იუტუბერების მიერ დაფუძნებული ბრენდები დღეს უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა. როგორც კი კონტენტ კრეატორი საკუთარ აუდიტორიას შექმნის, ცდილობს, გამომწერები ლოიალურ მომხმარებლებად აქციოს. სწორედ ასე გაჩნდა ემა ჩემბერლეინის ყავა თუ მატილდა ჯეფის სამოსი.

ახლა კი, ციფრული სამყაროდან გლობალურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკელი ინფლუენსერი, ალიქს ერლი გამოჩნდა. 31 მარტს ალიქსმა კანის მოვლის ბრენდი Reale Actives წარადგინა. გაყიდვების დაწყებიდან სულ რაღაც ხუთ წუთში ბრენდის შემოსავალმა მილიონ დოლარს მიაღწია, დღის ბოლოს კი პროდუქცია სრულად გაიყიდა.

ერლმა TikTok-ზე მილიონობით ადამიანის ნდობა თავისი გულწრფელი კონტენტით მოიპოვა. ის ღიად საუბრობდა აკნესთან ბრძოლის რთულ გზაზე. ტიკ-ტოკ პლატფორმის მომხმარებლებმა კარგად იციან, რომ ალიქსმა პრობლემური კანი დერმატოლოგის მიერ დანიშნული მედიკამენტით, აკუტანით დაამარცხა.
მთელი ცხოვრებაა აკნეს მძიმე ფორმას ვებრძვი და ვისწავლე, რომ ჩემი რუტინის ერთგულება და კანისადმი ნაზი მოპყრობა რეალურ შედეგებს იძლევა, – ალიქს ერლი.

Earle Actives კი სწორედ აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის შეიქმნა. აქედან გამომდინარე, ჩნდება ლოგიკური კითხვა, შეუძლია თუ არა ადამიანს, რომლის კანიც მედიკამენტებით გასუფთავდა, დაგვაჯეროს, რომ 36 დოლარიანი დამატენიანებელი აკნეს განკურნავს?

ალიქსმა განმარტა, რომ მისი პროდუქცია ჯადოსნური ჯოხი არ არის. Reale Actives კლინიკურ თერაპიას ვერ შეცვლის, ის მკურნალობის შემდგომი პერიოდისთვის განკუთვნილ სახის მოვლის პროდუქტებს გვთავაზობს. ბრენდის სადებიუტო ხაზი ოთხი პროდუქტისგან შედგება. ფასები, რომელიც 28$-დან 39$-მდე მერყეობს, ბრენდს ხელმისაწვდომი პრემიუმის (Accessible Premium) კატეგორიაში ათავსებს.
@realeactives answering more of your questions about Reale Actives 🫧 @Alix Earle @TODAY Show #realeactives #todayshow ♬ original sound - reale actives