ილია თოფურია VS ჯასტინ გეიჯი: ისტორიული ბრძოლა თეთრ სახლში
ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში შეხვდებიან ერთმანეთს. ისტორიული ღონისძიება თეთრ სახლში გაიმართება და მსუბუქი წონის ჩემპიონის ვინაობას გაარკვევს.
Adidas Originals-ის ახალი კამპანია კინემატოგრაფიული თავგადასავალია, რომელიც ბრენდის ბოლო დროინდელ მინიმალისტურ ესთეტიკას დინამიკური ენერგიით ანაცვლებს. კამპანიის შთაგონების წყარო კვენტინ ტარანტინოს კინოსამყარო გახდა, კერძოდ კი „მოკალი ბილის“ მეორე ნაწილის დასაწყისი, სადაც უმა თურმანის პერსონაჟი საჭესთან დაძაბულ მონოლოგს კითხულობს.
კლიპის რეჟისორმა ტიბო გრევემ სწორედ ეს ტარანტინოსეული ხელწერა გამოიყენა. კამპანიის ცენტრალური ფიგურა კი Adidas-ის სახედ ქვეული ლეგენდარული მსახიობი, სემუელ ლეროი ჯექსონი გახლავთ.
![]() |
![]() |
„მოკალი ბილში“ ჯექსონს ხანმოკლე, ეპიზოდური როლი ჰქონდა, Adidas-ის კამპანიაში კი მთავარი როლი აქვს და იდეალურადაც ირგებს მას. ასე რომ, ეს კამპანია გარდა იმისა, რომ მარკეტინგული რეკლამაა, ერთგვარი ალტერნატიული რეალობაც გახლავთ, სადაც ჯექსონი ტარანტინოს სამყაროს მთავარი პერსონაჟია და თავისი განუმეორებელი ქარიზმით გვახსენებს, რომ Adidas Superstar მხოლოდ ფეხსაცმელი არ არის – ის კულტურული მეხსიერების, მუსიკისა თუ კინოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია.