26 თებერვალს ტურნირი „თეზოს თასი“ მერვედ გაიმართება
#სპორტიულამაზესი პანორამული ხედებისა და სვანური კოშკების ფონზე, 26 თებერვალს. სვანეთში, კურორტ ჰაწვალზე თეზო ჯაფარიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი - „თეზოს თასი“ მერვედ გაიმართება. ტურნირი ამჯერადაც მოყვარულ მოთხილამურეებს შორის, გიგანტურ სლალომში ტარდება და მასში მონაწილეობის მიღება 18 წლიდან ყველა მსურველს შეუძლია (გარდა პროფესიონალი სპორტსმენებისა).