ჯიჯი ჰადიდმა 30 წლის იუბილე ნიუ-იორკში ვარსკვლავურ წრეში აღნიშნა
ჯიჯი ჰადიდმა 30 წლის იუბილე ნიუ-იორკში ბრედლი კუპერთან და ვარსკვლავურ სტუმრებთან ერთად აღნიშნა.
ოთხო ოლიმპიური ოქროს მედლის, 23 დიდი სლემის ტიტულის, მილიონობით შთაგონებული ადამიანის და ფილმ King Richard-ში მოთხრობილი წარმატების ისტორიის შემდეგ, სერენა უილიამსი საჩოგბურთო კარიერას ასრულებს.
სერენა უილიამსმა გააკეთა არჩევანი, რომლის წინაშეც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მცხოვრები მილიონობით ქალი ყოველდღიურად დგება: ოჯახი თუ კარიერა? ჩოგბურთის ლეგენდად ქცეულმა 40 წლის სერენამ მეორე შვილის გაჩენა იმაზე უსაფრთხო გარემოში გადაწყვიტა, ვიდრე ეს პირველი ორსულობის დროს იყო. პროსეფიული ჩოგბურთისა და ორსულობის დაბალანსების სურვილით, უილიამსმა საფრთხე როგორც საკუთარ თავს ისე ქალიშვილს ოლიმპიასაც შეუქმნა, ახლა სერენა მზადაა მეორე ორსულობას მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს და თუ ამისთვის საყვარელ საქმეზე უარის თქმა მოუწევს - დაე ასეც იყოს.
„დამიჯერეთ, არასდროს მინდოდა არჩევანის გაკეთება ჩოგბურთსა და ოჯახს შორის, არ ვფიქრობ, რომ ეს სამართლიანია. მე რომ ბიჭი ვიყო, ამას არ დავწერდი, ვითამაშებდი და გავიმარჯვებდი კიდეც, სანამ ჩემი ოჯახის გაფართოებისთვის ჩემი ცოლი გაიღებდა ფიზიკურ შრომას" - განაცხადა სერენამ.
„აღარ მსურს ორსულობა, როგორც სპორტსმენს, ან ორივე ფეხით ჩოგბურთის სამყაროში უნდა ვიყო ჩაბმული ან ორივე ფეხით მის გარეთ" - სერენა უილიამსი.
უილიამსის პენსიაზე გასვლა - და ის ფაქტი, რომ იგი იმდენად ღია იყო უკმაყოფილო იყო ამ არჩევანის წინაშე დგომის გამო - ძლიერი შეხსენებაა იმისა, რომ 2022 წელსაც კი, ქალების დრო, ჩვენი დრო ხშირად ჩვენვე არ გვეკუთვნის. როდესაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქალი იძულებულია აირჩიოს ოჯახსა და კარიერას შორის, როდესაც ეს არის არჩევანი, რომლის გაკეთებაც მას არ სურს, მაგრამ უწევს, უბრალოდ შემაშფოთებელია, რას ნიშნავს ეს ჩვენს მიერ მიღწეული პროგრესისთვის?
„მომენატრება ჩემი ეს ვერსია, ის გოგო, რომელიც ჩოგბურთს თამაშობდა" - თქვა უილიამსმა დამშვიდობების ბოლოს.