მარკ ენტონისა და ნადია ფერეირას ზღაპრული ქორწილი
#საზოგადოებაგასულ კვირას 54 წლის ლათინოამერიკელმა მომღერალმა მეოთხეჯერ იქორწინა. მარკ ენტონის რჩეული 23 წლის პარაგვაელი მოდელი, ნადია ფერეირაა. მარკისა და ნადიას ზღაპრული ქორწილი მაიამიში, პერეს ხელოვნების მუზეუმში გაიმართა. ცერემონიალი გამორჩეული იყო არამხოლოდ საოცნებო ქორწილის ელემენტებით, არამედ ვარსკვლავური სტუმრების სიით, რომელთა შორის იყვნენ მომღერლები, მსახიობები, ბიზნესის წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები.